მალე პროდუქტი თვალშისაცემად გაძვირდება

მალე პროდუქტი თვალშისაცემად გაძვირდება

იმპორტიორები სურსათის მოსალოდნელ მკვეთრ გაძვირებაზე საუბრობენ. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, საერთაშორისო ბირჟებზე, პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტი გაძვირდა. ამას ემატება ის, რომ საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტები მყარდება, რაც საქართველოსთვის განკუთვნილი პროდუქტის ღირებულებას ზრდის. ყველაფერს "აგვირგვინებს" გაუფასურებული ლარი და, საბოლოო ჯამში, იმპორტირებული პროდუქტი საგრძნობლად გაძვირდება.

იმპორტიორებს სასურსათო პროდუქტის 1-1,5 თვის მარაგი აქვთ და ფიქრობენ, რომ გაძვირების ტალღა განსაკუთრებით შემოდგომიდან გახდება თვალში საცემი. კომპანია "დუს" ხელმძღვანელი დავით გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ აბსოლუტურად ყველა სახის სასურსათო პროდუქტი გაძვირდა.

"კიდევ გაძვირდება, თანაც საგრძნობლად. ჯერ ნაშთის ხარჯზე ისევ ძველი ფასი გვიდევს. ადრინდელი ხელშეკრულებებით ვმუშაობთ, ინვოისები გაწერილია ერთი თვის წინ. ახალი პარტია, დაახლოებით, 2 თვეში შემოვა და ბაზარსაც დაეტყობა. იქაური ვალუტა რომ მყარდება დოლარის მიმართ და ჩვენი ვალუტა უფასურდება, ეს იმპორტისთვის ძალიან ცუდია. როდესაც პირიქით ხდება, მაშინ კარგია", - ამბობს დავით გოგიჩაიშვილი და დასძენს, რომ თუ ადრე იმპორტიორ ქვეყნებში, მაგალითად 1000 დოლარს რიცხავდნენ გარკვეული ხარჯისთვის, ახლა ეს საკმარისი აღარ არის.

"შეიძლება ეს მდგომარეობა ექსპორტიორებს ხელს აძლევს, ხელფასებს ლარში გასცემენ, მეტ ხარჯს გაისტუმრებენ, მაგრამ ჩვენ პროდუქტს ძალიან გვიძვირებს. რა ხდება აქ, ვერ ვიგებთ იმიტომ, რომ მსოფლიოში დოლარი აღარ მყარდება. ახლა ჩვენ ის პრობლემა გვაქვს, რომ ლარი ფუჭდება", - აღნიშნავს დავით გოგიჩაიშვილი.

წიწიბურა, შაქარი, ბრინჯი, ზეთი უკვე გაძვირდა. იმპორტიორი კომპანია "ალფას" გენერალური დირექტორი გურამ ბროძელი ამბობს, რომ ამ პროდუქტებზე ბოლო პერიოდის განმავლობაში ფასი მუდმივად იზრდება.

"ყველა ქვეყნის ვალუტა მყარდება და ეს ჩვეულებრივი პროცესია, რომ ამ დროს მათი პროდუქტი ჩვენ გვიძვირდება. შაქარი, ბრინჯი, წიწიბურა, ზეთი - ყველაფერზე ისედაც მოიმატა ფასმა საერთაშორისო ბირჟებზე. ლარი ახლა სტაბილური რომ იყოს, ეს პროდუქტი მაინც გაძვირდებოდა. არადა, პროცესი ამბსოლუტურად საპირისპიროა. ამ ყველაფერს გაუფასურებაც ემატება და კიდევ უფრო გაძვირებაა მოსალოდნელი... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი