რადიო „პალიტრამ“ - FM 103.9 ბორჯომში მაუწყებლობის ლიცენზია მოიპოვა

რადიო „პალიტრამ“ - FM 103.9 ბორჯომში მაუწყებლობის ლიცენზია მოიპოვა

რადიო „პალიტრამ“ (FM 103.9) ბორჯომში რადიომაუწყებლობის ლიცენზია მოიპოვა. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში კერძო და სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიების გასაცემად გამოცხადებულ კონკურსებში გამარჯვებული კომპანიები გამოვლინდა. კერძო საერთო და სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად გამოცხადებულ კონკურსში ერთ-ერთი გამარჯვებული შპს „რადიო ცენტრი პლუსი“ (რადიო „პალიტრა“) გახდა.

„ამ რვა წლის განმავლობში „პალიტრა“ სტაბილურად მზარდი და განვითარებადი რადიოსადგურია. ამ დროის განმავლობაში ჩვენი მაუწყებლობის არეალი ნელ-ნელა ფართოვდებოდა და ეს პროცესი, რა თქმა უნდა, ახლაც გრძელდება. მინდა მივულოცო ბორჯომის მოსახლეობას, მათ უახლოეს მომავალში შესაძლებლობა ექნებათ, უსმინონ რადიო „პალიტრას“ FM 103.9-ზე, გაიგონ მთავარი, ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე მოვლენების შესახებ; იყვნენ საქმის კურსში მიმდინარე პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური თუ კულტურული სიახლეების შესახებ და რა თქმა უნდა, მოუსმინონ სასიამოვნო, ხარისხიან მუსიკალურ ჰიტებს“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ რადიო „პალიტრის“ მარკეტინგის სამსახურის უფროსმა ვახტანგ მძინარაშვილმა.

რადიო “პალიტრა” ეთერში 2008 წლის 17 აგვისტოს გავიდა. საზოგადოებრივ-პოლიტიკური რადიოს მიზანია, ობიექტურად და ოპერატიულად მიაწოდოს მსმენელს მისთვის საჭირო ინფორმაცია. მაუწყებლობის საერთო მოცულობა 24 საათია. რადიო „პალიტრის“ თემატური მიმართულებაა საინფორმაციო, საავტორო, საზოგადოებრივ-პოლიტიკური და შემეცნებითი რადიოპროექტები.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი