პარიზსა და ნიცაში სახელმწიფო დროშები დაუშვეს

პარიზსა და ნიცაში სახელმწიფო დროშები დაუშვეს

პარიზსა და ნიცაში დღეს სახელმწიფო დროშები დაუშვეს, ნიცაში დაგეგმილი ყველა გასართობი ღონისძიება გაუქმდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, გუშინ მომხდარი ტერაქტის გამო გაუქმდა მომღერალ რიანას კონცერტი და ჯაზ ფესტივალი.

ბოლო მონაცემებით, ნიცაში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 84 -მდე გაიზარდა.

გუშინ ადგილობრივი დროით 23:00-ზე ნიცაში, სადაც მოსახლეობა ეროვნულ დღესასწაულს, ბასტილიის აღების დღეს აღნიშნავდა, ხალხში სატვირთო ავტომობილი შევარდა და უამრავი ადამიანი გადასრისა, რის შემდეგაც იქ მყოფებს ცეცხლი გაუხსნა. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა თავდასხმელის ლიკვიდაცია მოახდინეს. პასუხისმგებლობა თავდასხმისთვის ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი