გიორგი კვირიკაშვილი ნიცაში მომხდარი ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

გიორგი კვირიკაშვილი ნიცაში მომხდარი ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი საფრანგეთში, ნიცაში მომხდარი ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს, ფრანგ ხალხს და საფრანგეთის მთავრობას.

გიორგი კვირიკაშვილს სჯერა, რომ დემოკრატიული სამყარო საერთო ძალებით შეძლებს ბოროტების დამარცხებას და მსოფლიოში მშვიდობა დაისადგურებს.

"შემაძრწუნებელია ტრაგედია, რომელიც საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მოხდა. წარმოუდგენელ სისასტიკეს უდანაშაულო ადამიანების, მათ შორის, ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა, არიან დაჭრილები. საქართველოს მთავრობისა და ხალხის სახელით გამოვთქვამ უდიდეს მწუხარებას და გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს, ფრანგ ხალხს, საფრანგეთის მთავრობას. ასმაგად შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ მოხდა მაშინ, როცა მთელი საფრანგეთი ზეიმობდა ეროვნულ დღესასწაულს - ბასტილიის დღეს. ეს არის უდიდესი გამოწვევა მთელი ცივილიზებული მსოფლიოს წინაშე. მე მჯერა, რომ დემოკრატიული სამყარო საერთო ძალებით შეძლებს ამ ბოროტების დამარცხებას და მსოფლიოში მშვიდობა დაისადგურებს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ თავისუფლების იდეა, რომელიც ბასტილიის დღეს უკავშირდება და რის გამოც გუშინ სასტიკად გაუსწორდნენ თავისუფალ მოქალაქეებს, უკვდავია და ის აუცილებლად გაიმარჯვებს", - ნათქვამია პრემიერის სამძიმრის წერილში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი