რატომ გაურბიან უცხოელი ტურისტები ქართულ სასტუმროებს

რატომ გაურბიან უცხოელი ტურისტები ქართულ სასტუმროებს

ტურისტულ რეგიონებში პატარა სასტუმროების უმეტესობას ხარისხის პრობლემა აქვს. არასამთავრობო ორგანიზაცია "ეტიკის" ინფორმაციით, ყოველი ათიდან ოთხ სასტუმროში მომსახურების დონე ძალიან დაბალია. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, კვლევის ავტორების შეფასებით, სასტუმროების დირექტორების ნაწილმა არ იცის, როგორ გამოასწოროს ხარვეზი, ბევრს - ამის სურვილიც არ აქვს.

ტურისტების მოსაზიდად სარეკლამო კამპანიაში ქვეყანა მილიონობით ლარს ხარჯავს, მაგრამ არსებული ხარვეზის გამოსწორებას არავინ ფიქრობს. სასტუმროების უხარისხო, ფასთან შეუსაბამო მომსახურება უკვე კვლევებითაც დასტურდება.

სპეციალისტების განმარტებით, ქვეყანაში არ არსებობს სასტუმროების სერტიფიცირებისა და ლიცენზირების ორგანო, რაც მომსახურების ხარისხს განაპირობებს. ამდენად, როგორც ექსპერტები განმარტავენ, დიდია შეუსაბამობა ფასსა და ხარისხს შორის, რაც წლების განმავლობაში ვერ მოგვარდა.

როგორც აღმოჩნდა, სასტუმროების თანამშრომლები, გარდა იმისა, რომ ენის ბარიერი აქვთ, კლიენტების მომსახურებისას ელემენტარულ პირობებს ვერ აკმაყოფილებენ. არასამთავრობო ორგანიზაცია "ეტიკის" ხელმძღვანელის, ამირან შენგელიას ინფორმაციით, გაცილებით მეტი პრობლემა ზღვისპირა კურორტებზეა, განსაკუთრებით ქობულეთში, სადაც სასტუმროების მომსახურე პერსონალი შესაბამის კვალიფიკაციას არ ფლობს.

როგორც შენგელია აცხადებს, ხშირია შემთხვევა, როცა სასტუმროების თანამშრომლებს არ აცვიათ უნიფორმა, არ იციან არცერთი უცხო ენა და მომხმარებლების მიმართ თავაზიან დამოკიდებულებასაც არ იჩენენ. "ყველაზე მეტი შენიშვნა კვების ბლოკის საქმიანობას შეეხება. მასობრივად ხდება შეკვეთილი მენიუს დაყოვნება, ხშირად კლიენტს საფირმო კერძის ლოდინი 20-25 წუთითაც უწევს, როცა ამ მომსახურებისთვის 5 წუთიც საკმარისი უნდა იყოს. თანაც, ეს დრო ისე გადის, ყურადღებას არავინ გაქცევს. ჩვენ რამდენიმე უცხოელი ტურისტიც გამოვკითხეთ და თითქმის ყველა ყურადღებას მომსახურების ამ ხარვეზზე ამახვილებს".

"ჩვენ რამდენიმე ათეული სასტუმრო და რესტორანი შევამოწმეთ, მათ დიდ ნაწილს, დაახლოებით 40%-ს, მომსახურების სერვისი არ უვარგა. ზოგიერთ სასტუმროში თანამშრომლებს არ აცვიათ უნიფორმა, ვერ გაარჩევ, მიმტანია, მზარეული თუ დამლაგებელი. ხდება ისეც, რომ ერთსა და იმავე ადამიანს აკისრია დამლაგებლის და ჭურჭლის მრეცხავის ფუნქცია, რასაც დაწესებული სტანდარტი კრძალავს. თუმცა ამ ხერხს სასტუმროების მფლობელები შემოსავლის დაზოგვის მიზნით ხშირად მიმართავენ", - ამბობს შენგელია და დასძენს, რომ ასეთი არასწორი მიდგომით ქვეყნის ტურისტული იმიჯი ილახება.

"დასაქმებულების უმეტესობას უცხოელ ტურისტებთან ურთიერთობისას აქვს ენის ბარიერი. ზოგიერთმა, ელემენტარულად, სალაპარაკო რუსულიც არ იცის. ასეთი შემთხვევა უმეტესწილად საოჯახო სასტუმროებშია. ეს სეგმენტი სერიოზულ მიხედვას საჭიროებს. უცნაური ფაქტები დავაფიქსირეთ - საოჯახო სასტუმროებში ორი ერთნაირი ოთახი სხვადასხვა ფასად გაქირავდა... განაგრძეთ კითხვა

როგორ შევარჩიოთ მატრასი – რეაბილიტოლოგ ეკა ღვინჯილიას რჩევები ტკბილი ძილისთვის

1 ლარით „ოქროს ბურთში“ 40 000 ლარამდე თანხა სტარტაპერმა მოიგო!!!

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი 2020 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გენერალური სპონსორია