საქართველოს პატრიარქი საფრანგეთის პრეზიდენტს ნიცაში მომხდარი ტრაგიკული ფაქტის გამო უსამძიმრებს

საქართველოს პატრიარქი საფრანგეთის პრეზიდენტს ნიცაში მომხდარი ტრაგიკული ფაქტის გამო უსამძიმრებს

ნიცაში მომხდარი ტრაგიკული ფაქტის გამო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საფრანგეთის პრეზიდენტს ფრანსუა ოლანდს უსამძიმრებს.

"თქვენო აღმატებულებავ, მიიღეთ ჩვენი გულითადი თანაგრძნობა ნიცაში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და სხვა მრავალი დააზიანა.

სამწუხაროა, რომ დღეს მსოფლიო გახდა დაუცველი და მსგავსი საშიშროება ყველა ქვეყნის წინაშე დგას.

აღვავლენთ ლოცვებს მშვიდობისათვის და გთხოვთ, ჩვენი სამძიმარი გადასცეთ გარდაცვლილთა და დაზარალებულთა ოჯახებსა და ახლობლებს", - ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი