15 ივლისს, 16 საათზე, საქართველოს მაშტაბით, "ლიბერთინსი" მორიგ სიურპრიზს გიმზადებთ.
ემი იტერანტას "ნაქსოვი ქუჩების ქალაქზე" აქცია გელოდებათ. აქციაზე 12 ლარის ნაცვლად წიგნს 4 ლარად შეიძენთ და კიდევ უამრავი კარგი ემოციით დაიტვირთებით, იმ ემოციით, რომელიც ყოველთვის ახლავს ტრადიციულ აქციებს.
წიგნის ავტორმა კი გადაწყვიტა აქციამდე რამდენიმე საათით ადრე პირადად გამოხმაურებოდა მკითხველს.
"გამარჯობა, ჩემი სახელია ემი, აღფრთოვანებული ვარ, რომ ჩემი ახალი რომანი გამოდის საქართველოში. მე ვერ ვლაპარაკობ ქართულად, ამიტომ არ ვიცი როგორ გამოვთქვა წიგნის სათაური, იქნებ ერთხელ ვიღაცამ მითხრას როგორ წარმოითქმის ის, თუ ისევ დავბრუნდები საქართველოში, ფინურად კი წიგნის სათაურია - "kudottujen kujien kaupunki" და ინგლისურად "The City Of Woven streets".
ჯერ არ მაქვს ქართული წიგნის ეგზემპლარი, მაგრამ ვნახე ყდა, ვფიქრობ, რომ ძალიან ეფექტურია. "ნაქსოვი ქუჩების ქალაქში" მოქმედება ხდება კუნძულზე, სადაც ოცნება აკრძალულია. მთავარი გმირი ახალგაზრდა მქსოველია, რომელიც მეოცნებეა, თუმცა მან უნდა დამალოს ეს, რათა დაიცვას თავი.
ეს ძალიან განსხვავებული ამბავია ჩემი პირველი რომანისგან "წყლის საიდუმლო", რომელიც შეიძლება უკვე წაკითხულიც გაქვთ. ვიმედოვნებ, რომ "ნაქსოვი ქუჩების ქალაქი" შეგიპყრობთ და სხვა ფანტასტიკურ სამყაროში გადაგიყვანთ.
ძალიან მინდა ვიცოდე, რას ფიქრობთ წიგნზე, ასე რომ, სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ მომწეროთ Facebook-ში ჩემს ოფიციალურ გვერდზე ან შეგიძლიათ დამიკავშირდეთ "ტვიტერით" და მომიყვეთ თქვენი აზრებისა და შეგრძნებების შესახებ. ვიმედოვნებ, რომ გექნებათ საოცარი ზაფხული, ვიმედოვნებ, რომ ბევრ მხიარულ რამეს გააკეთებთ, წაიკითხავთ უამრავ კარგ წიგნს, თავს გაუფრთხილდით, ნახვამდის".