"გამანადგურებლების ხმა გესმით?..." - რას ჰყვება სტამბოლში მყოფი კოტე მათითაშვილი

"გამანადგურებლების ხმა გესმით?..." - რას ჰყვება სტამბოლში მყოფი კოტე მათითაშვილი

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთში სამხედრო გადატრიალება მოხდა. ანკარასა და სტამბოლში სამხედრო ტექნიკა გამოჩნდა, ქუჩებში ტანკები, საჰაერო სივრცეში კი ვერტმფრენები პატრულირებენ. დაუდასტურებელი ინფორმაციით, გადატრიალების მონაწილეებმა თურქეთის გენშტაბის უფროსი და კიდევ რამდენიმე სამხედრო მაღალჩინოსანი ტყვედ აიყვანეს. სტამბოლში იმყოფებიან საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის არის ექიმი კოტე მათითაშვილი, რომელიც "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირდაპირ ეთერში ჩაერთო და ქალაქში არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა.

"ქალაქში ამ წუთებში მემგონი საგანგაშო არაფერი არ ხდება. გამანადგურებლების ხმა გესმით ალბათ ხო?სამხედრო ავიაცია დაფრინავს ძალიან დაბალ სიმაღლეზე. მე ახლა ვიმყოფები 100 მეტრში ბოსფორის ხიდიდან. ქუჩაში მოქალაქეების რაოდენობა შემცირდა. პანიკა არ შეიმჩნევა, იყო რამდნეიმე გასროლის ხმა, მაგრამ რაღც აურზაური და პანიკა არ არის. ერთადერთი ბოსფორის ქუჩაზეა მოძრაობა გაჩერებულია, არც ერთი მანქანა არ გადაადგილდება. ყველაზე არასასიამოვნო რაც იგრძნობა, ეს არის ის, რომ სამხედრო ვერტმფრენები ძალიან დაბლა გადაადგილდებიან", - ამბობს მათითაშვილი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი