ელჩი საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, თურქეთში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ

ელჩი საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, თურქეთში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ

საქართველოს ელჩი თურქეთში ირაკლი კოპლატაძე საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, თურქეთში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ. როგორც კოპლატაძე აცხადებს, "ანკარასა და სტამბულში დაძაბული სიტუაციაა" .

"გავრცელებული ინფორმაციით, აქ იყო სამხედრო გადატრიალების მცდელობა. ამჟამად ვითარება გაურკვეველია. ჩვენ თვალყურს ვადევნდებთ მოვლენების განვითარებას. თურქეთი ჩვენი სტრატეგიული მეზობელია და მინდა ვუსურვო მშვიდობა. რაც შეხეება საქართველოს მოქალაქეებს, რჩევა იქნება, რომ თუ გადაუდებელი აუცილებლობა არ არის, სანამ სიტუაცია არ განიმუხტება, ზედმეტი მოძრაობისა და გადაადგილებისგან თავი შეიკავონ და სახლებში, ინფორმაციის საშუალებებზე თვალყურის მიდევნებით და ჩვენი ცხელი ხაზის გამოყენებით, მოვლენების განვითარებას ადევნონ თვალი",- განაცხადა ირაკლი კოპლატაძემ.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა