"ჩემი ცოლი თურქეთშია, მე აქეთ, არ ვიცი, ცოცხალია თუ მკვდარი... ერთი მყავს სახლში, მეორე - თურქეთში", - აღნიშნული კომენტარი აჭარელმა მამაკაცმა სარფის საბაჟოსთან გააკეთა.
მისი ინფორმაციით, ერთი კვირაა, რაც მეუღლე თურქეთშია და ამ დროის განმავლობაში მასთან სატელეფონო კონტაქტი მუდმივად ჰქონდა. თუმცა როგორც მამაკაცი ამბობს, გუშინდელი მოვლენების შემდეგ მეუღლესთან აღარ უსაუბრია.
თურქეთში შეიარაღებული გადატრიალება გუშინ გვიან ღამით დაიწყო. შეიარაღებული ძალების ნაწილმა განაცხადა, რომ მმართველობაზე კონტროლის დამყარებას გეგმავდა, რის შემდეგაც ქვეყანაში კომენდანტის საათი გამოცხადდა.
სტამბოლისა და ანკარას ქუჩებში ტანკები და სხვა მძიმე შეიარაღება გამოჩნდა, საჰაერო სივრცეს ამბოხებულები თვითმფრინავების მეშვეობით აკონტროლებდნენ.
მოგვიანებით, მათ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოზე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს. ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ტელემიმართვა გაავრცელა, შემდეგ კი საკუთარ მხარდამჭერებს შეხვდა და მოსახლეობას ქალაქის ქუჩებში დარჩენა სთხოვა იქამდე, სანამ ვითარება არ დასტაბილურდებოდა. ბოლო მონაცემებით, თურქეთში მიმდინარე ორმხრივი შეტაკებისას, სულ მცირე, 90 ადამიანი დაიღუპა, 1154 კი მძიმედ დაშავდა.
წაიკითხეთ: ემოციური კადრები თურქეთიდან - როგორ გადაარჩინა პოლიციელმა პანიკაში მყოფი მეამბოხე ჯარისკაცი