ვინ არის ფეთულა გიულენი?

ვინ არის ფეთულა გიულენი?

გუნდის წევრი და ერთგული მოკავშირე, რომელიც დაუძინებელ მტრად გადაიქცა - თურქეთის პირველი პირის, რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და ყოფილი იმამის, ფეთულა გიულენის დაპირისპირება კვლავ გრძელდება.

ქვეყნის ორ ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის უთანხმოება 2013 წელს დაიწყო. ერდოღანმა, რომელიც იმ დროისთვის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა, გიულენი მმართველ პარტიასა და სახელისუფლებო წრეებში კორუფციული გარიგებების გამოძიებაში და მასთან დაახლოებული პირების დაპატიმრებაში თანამონაწილეობაში დაადანაშაულა.

ამასთან, თურქულ საზოგადოებაზე, მედიაზე, პოლიციასა და სასამართლო სისტემაზე გიულენის მოძრაობა "ჰიზმეთის" ძლიერი გავლენა აღმოაჩინა და საპასუხოდ "ჰიზმეთის" სკოლების დახურვა, არმიის "გაწმენდა" და სამართალდამცველების გათავისუფლება დაიწყო.

თურქმა მწერალმა, აჰმეთ სიკმა ერდოღანსა და გიულენს შორის არსებული ურთიერთობა ძალდატანებულ ქორწინებად შეაფასა, რომელიც ოჯახში პირველობისა და ძალაუფლების მოპოვების გზაზე განქორწინებით დასრულდა.

ადამიანი, რომელიც თურქეთის იმჟამინდელ პრემიერ-მინისტრს სამხედრო გადატრიალებების ჩახშობაში ეხმარებოდა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში უკვე ორჯერ დაადანაშაულა განაგრძეთ კითხვა

"ვაფრთხილებ ყველას, ვინც სომხეთს, ამ ბანდიტურ სახელმწიფოს უჭერს მხარს, ისინი პასუხს აგებენ კაცობრიობის წინაშე" - ერდოღანი

სომხური მედიის ინფორმაციით მთიან ყარაბაღში ორი ფრანგი ჟურნალისტი დაჭრეს

ცოლობაზე ხუთჯერ ნათქვამი უარი და ჯონ და ჯილ ბაიდენების რომანტიკული სიყვარულის ამბავი - ვინ არის ქალი, რომელიც შესაძლოა, აშშ-ის პირველი ლედი გახდეს