თმა ნაყინში - მოწმდება თუ არა ნაყინის წარმოება და რა უნდა გააკეთოს მომხმარებელმა დარღვევის აღმოჩენისას

თმა ნაყინში - მოწმდება თუ არა ნაყინის წარმოება და რა უნდა გააკეთოს მომხმარებელმა დარღვევის აღმოჩენისას

რამდენიმე დღის წინ, AMBEBI.GE-ს რედაქციას მოქალაქემ მიმართა, რომლის მტკიცებითაც, სამტრედიაში, ადგილზე წარმოებულ ერთ-ერთ ნაყინში თმის ღერი აღმოაჩინა და ამის დამადასტურებელი სურათებიც გამოგვიგზავნა.

ფოტოებზე ნამდვილად ჩანს გრძელი თმის ღერი, რომელიც ნაყინის შეფუთვაშია მოყოლილი. მომხმარებელი გვწერს: "როგორი სიბინძურით აკეთებენ, ეგ რომ ბავშვს ეჭამა, ხო შეიძლებოდა რამე დამართნოდა? იმიტომ გამოგიგზავნეთ, რომ რა სიბინძურით აკეთებენ დადოთ და აჩვენოთ ხალხს! ნაყინი გადავაგდე, ხომ არ შევინახავდი, შიგნიდან იყო თმა", - გვწერს სამტრედიელი მომხმარებელი.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სურსათის ეროვნულ სააგენტოს მივმართეთ, სადაც გვითხრეს, რომ შემთხვევას გამოიკვლევენ. მათივე ინფორმაციით, ზაფხულის სეზონზე ნაყინის საწარმოებს ხშირად ამოწმებენ.

კახა სოხაძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის უფროსი:

"ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად, ერთ-ერთი აქტუალური საკითხია ნაყინის შემოწმება, რომლის კონტროლიც მაღალ დონეზეა აყვანილი. მინდა გითხრათ, რომ ამ სეზონზე შემოწმების პირველი წრე უკვე ჩატარებულია ყველა ასეთ საწარმოში, ასევე სისტემატურად ტარდება ლაბორატორიული კვლევები როგორც წარმოების ეტაპზე, ისე საცალო ქსელში. ჩვენ ისევ ვგეგმავთ დავიწყოთ განმეორებითი შემოწმება, მაგრამ ამ კონკრეტულ ფაქტს სურსათის ეროვნული სააგენტო შეამოწმებს და საზოგადოებას ინფორმაციას მივაწვდით.

საწარმოების პირველადი შემოწმების შედეგებით, რამე განსაკუთრებული ტიპის დარღვევა არ ყოფილა, თუმცა ინსპექტირებისას გამოვლინდა არაკრიტიკული შეუსაბამობები და ბიზნესოპერატორებს მიეცათ მითითებები.

- მომხმარებლები თუ მოგმართავენ კონკრეტული ფაქტებით?

- ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზის ნომერია 2 470 101 და მომხმარებელს შეუძლია ინფორმაციის მოწოდება ნებისმიერ დარღვევაზე, რაც საკვებ პროდუქტს ეხება. ჩვენ ოპერატიულად მოვახდენთ ყველა ფაქტზე შესაბამის რეაგირებას.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი