"მოსახლეობა უნდა შეეჩვიოს დოლარის გარეშე ცხოვრებას..." - ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

"მოსახლეობა უნდა შეეჩვიოს დოლარის გარეშე ცხოვრებას..." - ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

მოსახლეობა უნდა შეეჩვიოს დოლარის გარეშე ცხოვრებას და მისთვის პრიორიტეტი ქართული ვალუტა უნდა იყოს, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში, სადაც დაბალია ინფლაცია, კურსის ორმხრივი მერყეობა, ფინანსური განვითარების ტემპი, წესით დოლარიზაციის მაჩვენებელი ასეთი დიდი არ უნდა ყოფილიყო.

გვენეტაძის განცხადებით, საქართველო ნათელი მაგალითია იმისა, თუ რამდენად რთულია ამ სენის მოშორება.

"მიზეზი, ალბათ განვლილი პერიოდია. 90-იანი წლების დასაწყისში მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ფონზე კუპონმა ძალიან სწრაფად დაკარგა მსყიდველობითი უნარი, და საქართველოში ერთად ერთი ვალუტამ, რომელსაც გადახდისა და დაგროვებიის ფუნქცია ჰქონდა, იყო დოლარი. ქვეყანას ეს მწარე გამოცდილება დღემდე მოყვება. ამ მიმართულებით ბევრი რამ არის გასაკეთებელი, არა მარტო ეროვნული ბანკის, არამედ ხელისუფლების მიერაც. თუ დოლარიზაციის მაჩვენებელი იქნება დაბალი, მაშინ კურსის მერყეობა, რასაც ასე მწვავედ განიცდის საზოგადოება, უფრო ნაკლებად შესამჩნევი იქნება. მოსახლეობა თავადაც უნდა შეეჩვიოს დოლარის გარეშე ცხოვრებას და მისთვის პრიორიტეტი ქართული ვალუტა უნდა გახდეს.

დედოლარიზაციის პროცესი მარტივი არ არის, ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ. არის სხვა მექანიზმი, მაგალითად, დიდი ტრანზაქციების შემთხვევაში, ეს იქნება ავტომობილის გაყიდვა, თუ უძრავი ქონების რეალიზაცია, ფასი ლარში უნდა დასახელდეს", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი