ლაგოდეხში ფერმერი დააყაჩაღეს და 3 000 ლარზე მეტი იარაღის მუქარით წაიღეს

ლაგოდეხში ფერმერი დააყაჩაღეს და 3 000 ლარზე მეტი იარაღის მუქარით წაიღეს

ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჩადუნიანში ფერმერი დააყაჩაღეს. სოფელში გამგებლის წარმომადგენლის ზურაბ გამხარაშვილის თქმით, ყაჩაღობა სოფლიდან მოშორებით, საქონლის ფერმაში მოხდა. ორმა პირმა 3 000 ლარზე მეტი იარაღის მუქარით წაიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ორივე ბრალდებული დააკავეს.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი