რას პასუხობს "სამოსელი პირველი" ოლიმპიელების ჩაცმულობასთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს

რას პასუხობს "სამოსელი პირველი" ოლიმპიელების ჩაცმულობასთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს

ზაფხულის XXXI ოლიმპიადაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების სპორტსმენების სამოსი მეორე დღეა სოციალურ ქსელებში განხილვის მთავარი თემაა. ოლიმპიელების ტანსაცმელი ოლიმპიურმა კომიტეტმა მაღაზია "სამოსელი პირველს" დაუკვეთა. სამოსი არასპორტული და მოუხერხებელია, ბევრი მიიჩნევს, რომ ის სულაც არ ჰგავს ქართულს და ყირგიზული ან ტაჯიკური ორნამენტები აქვს.

ოლიმპიელების სამოსის შეცვლის მოთხოვნით პეტიციაც შეიქმნა, რომელსაც უკვე 3 000-მდე ხელმომწერი ჰყავს.

საზოგადოებაში ატეხილ აჟიოტაჟს გამოეხმაურა "სამოსელი პირველი", რომელმაც ნაკრების ფორმები შეკერა. მაღაზიის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

"ოლიმპიური ნაკრების შესამოსელთან დაკავშირებით გავრცელდა აზრი, რომ თითქოს ეს სამოსი ქართული ტრადიციისათვის უცხო შუა აზიური ორნამენტიკის და სტილისაა. ამასთან დაკავშირებირით გვინდა განვმარტოთ. სამწუხაროა, რომ კომუნისტურმა ეპოქამ იმდენად დაგვაშორა მშობლიურ კულტურას, რომ ქართული უკვე უცხოდ გვეჩვენება. ეს სამოსი-მოსასხამი წარმოადგენს საქართველოში გვიან შუასაუკუნეებში გავრცელებულ ქალის შესამოსელს.

მისი სახელია ელეგი. იგი უმეტესად დასავლეთ საქართველოში იყო გავრცელებული. ელეგი იკერებოდა მაუდისაგან, აბრეშუმისაგან ან ხავედისაგან. ნაქარგი ორნამენტებით სამოსის კიდეზე და სახელოებზე. მუზეუმის საცავებში არაერთი საინტერესო ნიმუშია დაცული" - აღნიშნულია განმარტებაში, რომელსაც თანდართული აქვს შესაბამისი ფოტოები.

ასევე წაიკითხეთ: ვინ შექმნა ოლიმპიელების სამოსის დიზაინი, რომელმაც საზოგადოება აალაპარაკა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი