რა უნდა გაითვალისწინოთ საზამთროს და ნესვის შეძენისას - სურსათის სააგენტო გირჩევთ

რა უნდა გაითვალისწინოთ საზამთროს და ნესვის შეძენისას - სურსათის სააგენტო გირჩევთ

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს ინსპექტორებმა სავაჭრო ობიექტებში სარეალიზაციოდ გამოტანილი ბაღჩეული კულტურები შეამოწმეს. როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, სეზონურობიდან გამომდინარე, აქცენტი საზამთროსა და ნესვზე გაკეთდა, რადგან ზაფხულში ამ პროდუქტების მოხმარება განსაკუთრებით დიდია.

მათივე ინფორმაციით, შემოწმებისას დადგინდა, რომ საზამთროსა და ნესვში ნიტრატების შემცველობა დასაშვებ ნორმას არ აღემატება; გამოვლინდა მცირედი შეუსაბამობა, რაზეც რეალიზატორმა გაითვალისწინა სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორების რეკომენდაცია და პროდუქცია რეალიზაციიდან ამოიღო.

სამომხმარებლო ბაზრის მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.

სურსათის ეროვნული სააგენტო ურჩევს მოსახლეობას, ყურადღება მიაქციოს საზამთროსა და ნესვის კანს - ის არ უნდა იყოს დარბილებული და დაზიანებული; დაჭრამდე კი აუცილებელია მისი კარგად გარეცხვა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი