5 რამ, რითაც ორსულს უხერხულ მდგომარეობაში აგდებთ

5 რამ, რითაც ორსულს უხერხულ მდგომარეობაში აგდებთ

გარშემო მყოფებს ძალიან უყვართ რჩევა-დარიგებების გაცემა და განსაკუთრებით, ფეხმძიმეებისთვის. ორსული მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ არავის დაეზარება მისთვის რეკომენდაციების მიცემა. თუმცა, საკითხავია, სჭირდება კი მომავალ დედას ყველას რჩევის მოსმენა და მით უმეტეს, გაზიარება?. გთავაზობთ რჩევებს, რითაც ფეხმძიმე ყველაზე ხშირად ღიზიანდება და უხერხულ მდგომარეოლბაში ვარდება.

1. ზედმეტი კითხვები

"როგორ მოიმატე!", "რამდენი კილო აკრიფე?" "ალბათ გოგო გეყოლება, ისეთი მუცელი გაქვს", _ ამ ფრაზების მოსმენა ახლობელი ადამიანებისგანაც კი აუტანელია. მომავალი დედა თქვენზე მეტად განიცდის თავისი ფიგურის გამო და ნუ გაურთულებთ ცხოვრებას. აგრეთვე, ნუ ჰკითხავთ: "როდის გაქვს მშობიარობის დრო?", "რა მოთმენს?".

2. თქვენი მშობიარობის ამბის მოყოლა

იმის მოყოლა, რამდენად რთულია ფეხმძიმობა, როგორი უყურადღებოები არიან ექიმები და ა.შ. მომავალი დედისთვის ამის ცოდნა აუცილებელი არაა. გახსოვდეთ, ფეხმძიმე ქალს მხოლოდ დადებითი ემოციები სჭირდება.

3. ორი ადამიანის ულუფა უნდა ჭამოს

თავდაპირველად, გავერკვეთ, რომ ეს ასე არაა. ფეხმძიმობის დროს აკრეფილი კილოგრამების დაკლება არც ისე ადვილია. ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ ზედმეტი კილოგრამები ფეხმძიმეს კიდევ უფრო გაურთულებს მშობიარობას. გარდა ამისა, ტოქსიკოზი არ მისცემს ფეხმძიმობამდე საყვარელი კერძებით ტკბობის საშუალებას... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი