საწვავი აღარ გაძვირდება, ბაზარზე ახალი ბრძოლა დაიწყო

 საწვავი აღარ გაძვირდება, ბაზარზე ახალი ბრძოლა დაიწყო

ნავთობის ფასი ბოლო სამი თვის განმავლობაში მინიმუმამდე დაეცა.

სანავთობო ბაზრების გადანაწილებისთვის ბრძოლა ახალ ფაზაში გადადის. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ნავთობის ექსპორტიორები ბაზრის დაკარგვის შიშით ფასს აგდებენ, შემოსავლის დანაკლისის ანაზღაურებას კი ჭარბი მოპოვება-რეალიზაციით ცდილობენ. საქართველოში ჯერჯერობით საწვავზე ფასის ცვლილებას არ ელოდებიან.

ნავთობის მკვეთრი გაიაფება 2 წლის წინ დოლარის პერმანენტულ გამყარებასა და მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპის შემცირებას მოჰყვა. ნავთობის ექსპორტი ორი ქვეყნების ნაწილმა, განსაკუთრებით საუდის არაბეთი, ნიგერია, ალბანეთი, რომელთა შემოსავალი 90%-ით ნავთობის ექსპორტზეა დამოკიდებული, "შავი ოქროს" ფასდაკლებით გაყიდვა დაიწყო. ამ პროცესმა ბაზარზე თავისებური ქაოსი გამოიწვია. ბაზრის დაკარგვის შიშით, ფასდაკლებას სხვა მენავთობეებმაც მიმართეს. შედეგად, ბაზარზე გაჩნდა ჭარბი რაოდენობის იაფი ნავთობი, რომელმაც მოთხოვნას მკვეთრად გადააჭარბა.

ნავთობის მომპოვებლები ამ ჩიხიდან ვეღარ გამოდიან. ახალი წლიდან მოყოლებული, მუდმივად ისმის საუბარი ნავთობის "მოპოვების გაყინვაზე", თუმცა შეთანხმების მიღწევა ვერც ამ მიმართულებით ხერხდება. ირანი, რომელიც ერთ-ერთი ძლიერი მოთამაშეა სანავთობო ბაზარზე, საერთაშორისო სანქციების შემსუბუქების შემდეგ ძველი პოზიციების აღდგენასა და ექსპორტის გაზრდას ცდილობს. ამიტომ მისთვის "ნავთობის გაყინვის" იდეა არც ისე სახარბიელოა.

ოპეკ-ის წევრებმა ვერც საუდის არაბეთის დაყოლიება მოახერხეს. ამ ქვეყანაში, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ნავთობის მოპოვება ყველაზე იაფი ჯდება, ვინაიდან ეს პროდუქტი მიწის ზედაპირთან ახლომდებარე ქანებშია განთავსებული. აქედან გამომდინარე, საუდის არაბეთის ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ მათთვის 20-დოლარიანი ნავთობიც ხელსაყრელია  განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი