რუსები სოციალურ ქსელებში საკუთარი ოლიმპიური ნაკრების სამოსს აქილიკებენ

რუსები სოციალურ ქსელებში საკუთარი ოლიმპიური ნაკრების სამოსს აქილიკებენ

რუსეთის ოლიმპიური ნაკრების საზეიმო ფორმა, რომლითაც ისინი რიოში გაემგზავრნენ, რუსულ სოციალურ ქსელებში დაცინვის საგანი გახდა. ბევრმა ის მომსახურე პერსონალის ფორმას შეადარა, ზოგმა "12 სკამის" ფილმის გმირების ჩაცმულობას. ახალ სამოსში გამოწყობილი სპორტსმენები ოთხშაბათს რუსეთის პრეზიდენტ პუტინს შეხვდნენ, რომელიც გუნდს რიოში აცილებდა.

სპორტსმენებს ოფიციალურად ეცვათ საზეიმო სამოსი, რომელსაც ტრადიციულად "ბოსკო" კერავს. ეს არის თეთრი შარვალი ან ქვედაბოლო, ლურჯი პიჯაკი და კედები. პიჯაკს შიგნით კი სპორტსმენებს წითელზოლიანი ბლუზები აცვიათ. პუტინმა ფორმა შეაქო: "ძალიან ლამაზად გამოიყურებით, თითქოს მეჯლისზე მიდიხართ". თუმცა პრეზიდენტის ენთუზიაზმი სოცქსელების მომხმარებლებმა არ გაიზიარეს.

"საიდან გადმოაკოპირეს ეს ოლიმპიური ტანსცმელი?", "მომსახურების სფეროსათვის კარგი სამოსია, მაგრამ სპორტსმენებისთვის - არა", "ბუბა კასტორსკის მოწონს ახალი ოლიმპიური სამოსი" - ამ და მრავალ დამცინავ ფრაზებს წერენ სოციალური ქსელების მომხმარებლები რუსეთის ოლიმპიური ნაკრების ჩაცმულობის შესახებ.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

ტესტი: იცანი ფეხბურთელი ბავშვობის ფოტოზე

"მე ძალიან, ძალიან ქართველი ვარ": რას ამბობს დემნა გვასალია ახალ კოლექციაზე? - სიჩუმეში გამართული შოუს დეტალები

"მსოფლიოს განგსტერები მართავენ... მათ შორის არის ვლადიმერ პუტინი" - რა უპასუხა ქართველი ჟურნალისტის კითხვას კანის ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარემ?