ლაგოდეხის რაიონში ხიდის ჩანგრევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

ლაგოდეხის რაიონში ხიდის ჩანგრევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

ლაგოდეხის რაიონში ხიდის ჩანგრევის შედეგად დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ტელეკომპანია "იმედის" ინფორმაციით, ლაგოდეხის რაიონის სოფელ ცოდნისკარში, ამორტიზებული ხიდი მაშინ ჩაინგრა, როცა ზედ საზამთროთი დატვირთული სატვირთო მანქანა გადადიოდა.

შედეგად ავტომანქანა ხევში გადავარდა და სამი ადამიანი დაშავდა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია