სასტუმრო Biltmore-ის გახსნასთან დაკავშირებით რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება

სასტუმრო Biltmore-ის გახსნასთან დაკავშირებით რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება

სასტუმრო The Biltmore Hotel Tbilisi-ის გახსნის ღონისძიებასთან დაკავშირებით თბილისში საავტომობილო გადაადგილებასთან დაკავშირებით შეზღუდვები იმოქმედებს. შსს-ს ინფორმაციით, შეიზღუდება მოძრაობა დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში.

"შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ 31 ივლისს, თბილისში, სასტუმრო The Biltmore Hotel Tbilisi-ის გახსნის ღონისძიებასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, 14:00 საათიდან თაბუკაშვილის ქუჩის ერთი მონაკვეთი - ლაღიძის ქუჩიდან ელბაქიძის დაღმართის მიმართულებით - ორმხრივად დაიკეტება.

18:00 საათიდან რუსთაველის გამზირი დაიკეტება ერთი მიმართულებით - თავისუფლების მოედნიდან ვარდების მოედნისკენ. ასევე, სრულად დაიკეტება ვარდების მოედანი. თავისუფლების მოედნიდან რუსთაველის გამზირისკენ მოძრავი ავტომანქანები იმოძრავებენ პუშკინის ქუჩის გავლით სასურველი მიმართულებით", - აცხადებენ შსს-ში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი