სამსუნგის ახალი ზედა საყინულიანი კამერის მქონე მაცივარი (TMF ) ინარჩუნებს ტენიანობას და ახანგრძლივებს პროდუქტის ვარგისიანობას

სამსუნგის ახალი ზედა საყინულიანი კამერის მქონე მაცივარი (TMF ) ინარჩუნებს ტენიანობას და ახანგრძლივებს პროდუქტის ვარგისიანობას

2016 წელს „Samsung Electronics Co., Ltd.,“-მა წარმოგვიდგინა ახალი, ზედა საყინულიანი კამერის მქონეTMFსერიის მაცივარი. ის შექმნილია თანამედროვე ცხოვრების დონის გაუმჯობესებისა და სახლში მეტი კომფორტული პირობების შექმნის მიზნით. სამსუნგი არის პირველიკომპანია,რომელმაც TMF კატეგორიაში ორმაგი გაგრილების -Twin Cooling PlusTM- უნიკალური სისტემა დანერგა.

ბევრი მომხმარებელი ოცნებობსდიდ და ტევად მაცივარზე, რომელიც პროდუქტის ვარგისიანობას გაახანგრძლივებს.ძალიან დამთრგუნველია, როდესაც აღებთ მაცივარს და აღმოაჩენთ, რომ ყიდვიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ხილსა და ბოსტნეულს დაკარგული აქვს პირვანდელი სახე, მიუხედავად იმისა, რომ ისინიბოსტნეულისთვის განკუთვნილ ნაწილში იყო მოთავსებული.

სამსუნგის R&D ჯგუფმა დიდი სამუშაო გასწია აღნიშნული პრობლემის დასაძლევად. ახლა მომხმარებლებს შეუძლიათპროდუქტის ვარგისიანობის და პირვანდელი სახის გახანგრძლივება. ამისთვისკი ისSamsung-ის ახალმაცივარშიუნდა შეინახონ, რომელიც ინოვაციურიTwin Cooling Plus™ სისტემით არისაღჭურვილი.

ოპტიმალური ტენიანობის დონე

დაბალი ტენიანობის პირობებში ხილი და ბოსტნეული შრება, ჭკნება და კარგავს პირვანდელ სახეს. უგემრიელესი და ჯანსაღი კერძი წარმოუდგენელია ახალი ინგრედიენტების გარეშე. პროდუქტის ვარგისიანობის გახანგრძლივებას კისამსუნგის TMFსერიის მაცივარიუზრუნველყოფს.ორმაგი გაგრილების TwinCoolingPlus™ სისტემა მაცივარში ტემპერატურისა და ტენიანობის დონეს ოპტიმალურ 70%-მდე შეინარჩუნებს. შედეგად,პროდუქტიარ დაკარგავს პირვანდელ სახეს,მიუხედავადიმისა, თუ მაცივრის რომელნაწილშიიქნება მოთავსებული.

გაყინული პროდუქტები

ნებისმიერიპროდუქტის სუნმა შესაძლოა შეცვალოს გაყინული საკვების გემო და იმოქმედოს მზა კერძების სურნელზე. TwinCoolingPlus™ - ეს არის ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი გაგრილების სისტემადამოუკიდებელი ჰაერის ნაკადით, როგორც მაცივარშიისე საყინულეში. აღნიშნული, ხელს უშლის პროდუქტებისგან წარმოქმნილი არასასიამოვნო სუნის გავრცელებას მაცივრიდან საყინულეში და უზრუნველყოფს საყინულე კამერაში შენახული ინგრედიენტების თავდაპირველი გემოს სრულად შენარჩუნებას.

მაქსიმალური ტევადობა

სამსუნგის TMF სერიის მაცივარსუნიკალური650L-მდეტევადობა აქვს. მასში მარტივად არის შესაძლებელი მთელი ოჯახისთვის საჭირო ერთი კვირის პროდუქტების შენახვა. მაცივარი უზრუნველყოფს ხილისა და ბოსტნეულის ვარგისიანობის შენარჩუნებას და გახანგრძლივებას მაცივრის ნებისმიერ თაროზე. ეს კი ხელს უწყობს მაცივარში არსებული სივრცის მაქსიმალურად გამოყენებას.შედეგად თქვენ აღარ დაკარგავთ დროს გადაჭედილ მაცივარში პროდუქტისმოძებნაზე და პროცესი უფრო მარტივი და მოხერხებული გახდება.

ხუთი შესაძლო რეჟიმი

TwinCoolingPlus™ ტექნოლოგიის წყალობით,Samsung-ისახალიTMF სერიის მაცივარიმომხმარებლებს საშუალებას აძლევს თავად არეგულირონ გაგრილების რეჟიმი. დამოუკიდებელი გაგრილების სისტემის წყალობით საჭიროების შემთხვევაში საყინულე გადაიქცევა მაცივრად, ხოლო ხანგრძლივი დროით დასასვენებლად წასვლის შემთხვევაში შესაძლებელია მაცივრის ქვედა ნაწილის გამორთვა.მაცივარს გააჩნია შემდეგი 5 რეჟიმი: საყინულე-მაცივარი, ენერგიის დაზოგვა, არდადეგები (შვებულება),საყინულის მაქსიმალური და მინიმალური მუშაობის რეჟიმი.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი