ევროპის ჩემპიონატი დამთავრდა. მაგრამ არ დასრულებულა ლუდის სეზონი. მეტიც, ტემპერატურის მატებასთან ერთად ლუდი კიდევ უფრო მოთხოვნადია. დადგენილია, რომ წყლის და ჩაის შემდეგ, ლუდი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სასმელია და სიამოვნებით მიირთმევენ წლის ნებისმიერ დროს.
მაგრამ დაგვეთანხმებით - დასვენებასთან და მეგობრებთან ერთად, ლუდი ყველაზე მეტად სწორედ ზაფხულს უხდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესც გემრიელი მისაყოლებელიც თან გაქვს. თან ოთხწლეულის მთავარი სპორტული მოვლენა იწყება - ზაფხულის ოლიმპიური თამაშები! ეს მათთვის, ვისაც ცივი ლუდი ცხელი სპორტული ემოციების გასაგრილებლად სჭირდება. თუმცა, როცა მეგობრების და ლუდის კათხების კამპანიაში იკრიბებით, ალბათ ყველა მისაყოლებელზე იწყებს ფიქრს. მარილიანი ჩხირებზე, შებოლილი ყველის ნაჭრებზე, ან, თუნდაც - სნეკზე. სნეკი მისწრებაა ლუდზე მისაყოლებლად. რაც გაგიხარდეთ, თქვენ ის მიაყოლეთ, თუნდაც - სადღეგრძელო, მაგრამ ნიკორა განსხვავებულ და ახალ გემოს გვთავაზობს. ეს არის მთელ მსოფლიოში პოპულარული სნეკის კატეგორია, რომელიც უკვე საქართველოშიც იწარმოება. "ჯერკი" სნეკის ერთ-ერთი სახეობაა. "ჯერკი" - ღორის და საქონლის ხორცის თხელი და უცხიმო ნაჭრებია, ნედლად გამომშრალი და შებოლილი. გამორჩეულ სტრუქტურას მძაფრი სანელებლები ემატება, რაც პროდუქტს განსაკუთრებულ მკვეთრ არომატსა და გემოს სძენს. სიცხარე და მარილიც სპეციალურად ლუდზეა მორგებული.
წინათ, ლუდზე მისაყოლებელთან, მხოლოდ "ტარანი", ჩიფსი ან მარილიანი თხილი/ჩხირები ასოცირდებოდა, ახლა სხვანაირად არის. ყველგან და ყოველთვის მწვადს ვერ შეწვავ. თანაც, ზაფხულს და ცივ სასმელს მსუბუქი და ყუათიანი სასუსნავი უხდება. ვისაც ტრადიციული მისაყოლებელი უყვარს, "ტარანიც" გამოადგება და მარილიანი ჩხირებიც, მაგრამ თუ გემრიელ და არომატულ სიახლეს ამჯობინებ, სნეკის რომელიმე ნაირსახეობა უნდა გასინჯო: სნეკვურსტი, ჯერკი საქონლის თუ ღორის, შეიკა ლუდისთვის...
მაგალითად - "შეიკა ლუდისთვის". გემოვნებაზე არც ამ შემთხვევაში დავობენ: ზოგს უბრალოდ შეიკა უყვარს, სხვებს - ირინა შეიკი. მაგრამ ცივ ლუდზე მისაყოლებლად სნეკი მისწრება. შეგიძლიათ, ლუდს მიაყოლოთ, ან პირდაპირ მიირთვათ ქუჩაში, შესვენებისას, ტელევიზორთან ან კომპიუტერთან მოკალათებულმა.
ნუ დაე-ლუდ-ებით ოლიმპიადის დაწყებას, დღესვე დაიწყეთ თქვენი "თამაშები" მეგობრებთან, ლუდთან და... მისაყოლებელთან ერთად.
ზაფხული ამისთვის საუკეთესო დროა!
R