ეს უნდა იცოდეთ! - რა შემ­თხ­ვე­ვა­ში არ უნ­და ვუ­ყი­დოთ ბავ­შ­ვებს სუ­პი­ნა­ტო­რი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი

ეს უნდა იცოდეთ! - რა შემ­თხ­ვე­ვა­ში არ უნ­და ვუ­ყი­დოთ ბავ­შ­ვებს სუ­პი­ნა­ტო­რი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი

"სულ მაქვს სურ­ვი­ლი, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ტრა­დი­ცი­ად და­ვამ­კ­ვიდ­რო ფეხ­საც­მ­ლის დი­ზა­ი­ნე­რე­ბის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ჩვე­ნე­ბე­ბი", - ამ­ბობს მა­დო­ნა ხა­რა­ტიშ­ვი­ლი და იმ ნაკ­ლო­ვა­ნე­ბებ­ზეც ამახ­ვი­ლებს ყუ­რადღე­ბას, რაც ქარ­თულ ბა­ზარ­ზე შე­იმ­ჩ­ნე­ვა. რა­ტომ არ არის სა­სარ­გებ­ლო ბავშვს ბაზ­რო­ბა­ზე შე­ვუ­ძი­ნოთ ე.წ. სუ­პი­ნა­ტო­რი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი? რა უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ ფე­ხის ტერ­ფის და­ა­ვა­დე­ბებს ავა­რი­დოთ თა­ვი და ხერ­ხე­მა­ლიც არ და­ვი­ზი­ა­ნოთ? - ამ და სხვა კითხ­ვებ­ზე დი­ზა­ი­ნერ­მა გუ­ლახ­დი­ლად გვი­პა­სუ­ხა.

- შარ­შან, "ვა­ჟა­ო­ბა­ზე" მოწყო­ბი­ლი შოუჩვე­ნე­ბა მარ­თ­ლაც, რომ და­უ­ვიწყა­რი იყო. ჩვენ ქარ­თულ ბა­ზა­რ­ზე შე­მო­ვი­ტა­ნეთ გა­თა­ნა­მედ­რო­ვე­ბუ­ლი ქა­ლა­მა­ნი, რო­მე­ლიც მომ­ხ­მა­რებ­ლის დიდ მო­წო­ნე­ბას იმ­სა­ხუ­რებს. და­ახ­ლო­ე­ბით "ბა­ლეტ­კის" მსგავ­სია, მაგ­რამ ბევ­რად მო­ხერ­ხე­ბუ­ლი და ნა­ტუ­რა­ლუ­რი ტყა­ვის­გან შე­კე­რი­ლი, იმ პრინ­ცი­პე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ­ლი­თაც ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი კე­რავ­დ­ნენ ფეხ­საც­მელს. ამ თა­ნა­მედ­რო­ვე ქა­ლამ­ნე­ბის ჩვე­ნე­ბა მო­ეწყო ლა­შა რა­მიშ­ვი­ლის სიმ­ღე­რის ფონ­ზე, შო­უს დად­გ­მა­ში კი რე­ჟი­სო­რი და­ვით და­ნე­ლია დაგ­ვეხ­მა­რა. ეს იყო მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბის, მსა­ხი­ო­ბე­ბის, მუ­სი­კო­სე­ბის, რე­ჟი­სო­რი­სა და დი­ზა­ი­ნე­რის ტან­დე­მი. ვფიქ­რობ, ოქ­ტომ­ბერ­ში ან ნო­ემ­ბერ­ში მსგავს ღო­ნის­ძი­ე­ბას ისევ გავ­მარ­თავთ. ოღონდ, ამ­ჯე­რად წარ­მო­ვად­გენთ "ფეხ­საც­მ­ლის ის­ტო­რი­ას". კო­ლექ­ცი­ა­ზე მუ­შა­ო­ბა უკ­ვე დაწყე­ბუ­ლია. მა­ყუ­რე­ბელს ვუჩ­ვე­ნებთ, თუ რო­გორ ვი­თარ­დე­ბო­და ფეხ­საც­მე­ლი წლე­ბის მან­ძილ­ზე და სა­დამ­დე მი­ვე­დით.

- ქა­ლამ­ნე­ბის შე­კერ­ვა რამ გა­ნა­პი­რო­ბა: იმან, რომ "ვა­ჟა­ო­ბის" დღე­სას­წა­ულ­ზე ეწყო­ბო­და ეს ჩვე­ნე­ბა თუ უბ­რა­ლოდ, და­ბალ­ძი­რი­ან ფეხ­საც­მე­ლებ­ზე დიდ­მა მოთხოვ­ნამ?

- წარ­მო­იდ­გი­ნეთ, "ვა­ჟა­ო­ბა­ზე" მა­ღალ­ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მ­ლით რომ გა­სუ­ლიყ­ვ­ნენ, ლა­მა­ზი იქ­ნე­ბო­და? თუმ­ცა, და­ბალ­ძი­რი­ან­ზე მოთხოვ­ნი­ლე­ბაც იყო ერთ-ერ­თი მი­ზე­ზი. ვწუხ­ვარ, ახალ­გაზ­რ­დო­ბა რე­ზი­ნის­ძი­რი­ან სა­ში­ნე­ლე­ბას რომ იც­ვამს. ეს მა­თი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის­თ­ვის არ არის კარ­გი.

- თქვენ არას­დ­როს იყე­ნებთ რე­ზი­ნის ძირს?

- არა. მა­გა­ლი­თად, ამ ქა­ლამ­ნებს აქვს ნა­ტუ­რა­ლუ­რი ქარ­თუ­ლი ტყა­ვის­გან შე­კე­რი­ლი ძი­რი. თუმ­ცა, რომ არ გას­რი­ალ­დეს, რა­ღაც ელე­მენ­ტებს ვა­მა­ტებთ ქვე­მო­დან.

- რით გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა ქარ­თუ­ლი ტყა­ვი უცხო­უ­რის­გან?

- უფ­რო სქე­ლია და ჩე­მი აზ­რით, გა­ცი­ლე­ბით გამ­ძ­ლეც. იდე­ა­ლუ­რია და სი­ცოცხ­ლის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბაც მე­ტი აქვს (ი­ღი­მის). ზო­გა­დად, ტყა­ვი არა­სა­ზი­ა­ნო, კომ­ფორ­ტუ­ლია და არა­ნა­ირ ქი­მი­ურ და­ნა­მატს არ შე­ი­ცავს. შე­იძ­ლე­ბა, შე­კე­რო დერ­მა­ტი­ნის ფეხ­საც­მე­ლი, მაგ­რამ შიგ­ნი­დან აუცი­ლებ­ლად, ტყა­ვი უნ­და ჰქონ­დეს, რა­თა ფე­ხი არ გა­ოფ­ლი­ან­დეს, არ ავი­კი­დოთ სო­კო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბე­ბი და ა.შ.

- ზოგ­ჯერ მა­ღა­ზი­ებ­ში გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ფეხ­საც­მე­ლი ხა­რის­ხი­ა­ნია, მაგ­რამ ხში­რად ვტყუვ­დე­ბით... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი