"ვეფხისა და მოყმის" ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე მანქანა აფეთქდა

"ვეფხისა და მოყმის" ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე მანქანა აფეთქდა

"ვეფხისა და მოყმის" ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე "მერსედესის" მარკის ავტომანქანა აფეთქდა. შემთხვევა გამთენიისას, დაახლოებით 04:00 საათზე მოხდა. როგორც AMBEBI.GE-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე დავით გელაშვილმა განუცხადა, აფეთქების დროს მანქანაში არავინ იმყოფებოდა.

იხილეთ ვიდეო შემთხვევის ადგილიდან

"შემოვიდა შეტყობინება, რომ იწვოდა "მერსედესის" მარკის მსუბუქი ავტომობილი, ცეცხლის შედეგად კი მოხდა მანქანის აფეთქება. ავტომობილში გაზის ბალონი იყო ჩამონტაჟებული, რომელიც ხანძრის შედეგად დაზიანდა. აფეთქებაც, სავარაუდოდ, ამან გამოიწვია", - განაცხადა დავით გელაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ხანძრის ლოკალიზების პროცესში მსუბუქად დაშავდა ერთი მეხანძრე, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია