"მე ვხედავ მზეს" ჩემი პირველი ფილმი იყო, მაშინ 16 წლის ვიყავი" - უმშვენიერესი ლეილა ყიფიანი კინოეკრანსა და ცხოვრებაში

"მე ვხედავ მზეს" ჩემი პირველი ფილმი იყო, მაშინ 16 წლის ვიყავი" - უმშვენიერესი ლეილა ყიფიანი კინოეკრანსა და ცხოვრებაში

მის მიერ შესრულებული კინოროლები სამუდამოდ დარჩა ქართული კინოს ისტორიასა და ქართველი მაყურებლის მეხსიერებაში. პროფესიად მსახიობობა არ აირჩია, თუმცა არც ისე ბევრ მსახიობს რგებია ის სიყვარული და პატივისცემა, რაც ამ მშვენიერ ქალბატონს. უმშვენიერეს ლეილა ყიფიანს სასტიკად არ უყვარს ინტერვიუები. ამ ინტერვიუზეც მხოლოდ იმით დავიყოლიე, რომ დავარწმუნე, რა აუცილებელია დღევანდელმა თაობამაც იცოდეს, როგორები იყვნენ მე-20 საუკუნის "ღიმილის ბიჭები", როგორ უყვარდათ ერთმანეთი და სძულდათ ომი; როგორ უღიმოდა "სოსოიას ხატია" ყველას და ყველაფერს; უთქმელად როგორ "უგებდა ყველას სიხარულსაც და მწუხარებასაც" და როგორ სჯეროდა, რომ რაკი მზეს და სოსოიას ხედავდა თავისი ლამაზი, დიდრონი ცისფერი თვალებით, ერთ მშვენიერ დღეს ადამიანებსაც ეტყოდა: "ეს მე ვარ, ხატია, ხალხო, მე გხედავთ თქვენ!"

ლეილა ყიფიანი:

- "მე ვხედავ მზეს" ჩემი პირველი ფილმი იყო. მაშინ 16 წლის ვიყავი, იმ წელს სკოლას ვამთავრებდი. ჩემი მეზობელი ხმის ოპერატორად მუშაობდა კინოსტუდიაში და სწორედ მან შემომთავაზა რეჟისორ ლანა ღოღობერიძესთან ფილმის სინჯებზე წასვლა... ჩემთვის კინოში მოხვედრა ფანტასტიკის სფერო იყო. რასაკვირველია, ეს შანსი მშობლებმაც არ გამაშვებინეს ხელიდან, ძალიან მოინდომეს და...

- და სწორედ ის ხატია აღმოჩნდით, ნოდარ დუმბაძემ რომ "დახატა..."

- სხვათა შორის, ფოტოსინჯების შემდეგ, ვიდრე როლზე დამამტკიცებდნენ, ეს ნაწარმოები წავიკითხე და დედაჩემს ვუთხარი: რატომ არ უნდა დამამტკიცონ, ხატიასაც ხომ ცისფერი თვალები აქვს-მეთქი? - ახლა მეცინება ჩემს გულუბრყვილობაზე.

- ეს იყო ფილმი სიყვარულზეც, ომზეც, ტკივილზეც, სიწმინდეზეც. 16 წლის გოგონასთვის მძიმე არ იყო ხატიას როლის შესრულება?

- ხატიას როლი მართლაც ძალიან რთული იყო - უსინათლო გოგონას ვასახიერებდი. მთელი გადამღები ჯგუფი მეხმარებოდა. უსინათლოთა სკოლაშიც ვიარე, ვაკვირდებოდი, როგორ მოძრაობდნენ, ურთიერთობდნენ უსინათლოები და შემდეგ, გადაღებაზე, რა ამოცანასაც დამისახავდა ქალბატონი ლანა, შეძლებისდაგვარად ვაკეთებდი. ძალიან გამიჭირდა ტირილი კამერის წინ. გელა (სოსოიას როლის შემსრულებელი გელა ჭიჭინაძე - ი.ხ.) ერთ წუთში ატირდა, მე კი დიდი დრო დამჭირდა ამისთვის. ის ალბათ უფრო გულჩვილი იყო... "ჩემი სოსოიაც" არაჩვეულებრივი ბიჭი იყო, ძალიან სუფთა და ალალი. მე და გელა ძალიან დავმეგობრდით, ჩემი მეუღლეც კარგად იცნობს... იმითაც ძალიან ამაყი ვარ და ბედნიერიც, რომ, ასე ვთქვათ, ქალბატონი ლანას ხელი დამებედა. მას შემდეგ ფილმიდან ფილმში მიწვევდნენ.

გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი