უბნები თბილისში, სადაც ელექტროენერგია გაითიშება

უბნები თბილისში, სადაც ელექტროენერგია გაითიშება

გეგმური სამუშაოების გამო, ხვალ დედაქალაქის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს, შეზღუდვა 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ისნის რაიონში, ვაზისუბნის II მიკრორაიონის, ვარდის მოედნის, ალადაშვილის, ხივინის, ერევნის, დმანისის, ერისთავის და მესხიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა გავრცელდება, გარდაბნის გზატკეცილის, ნავთლუღის დასახლების და ამირეჯიბის ქუჩაზე.

ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეეზღუდება გლდანის რაიონს, კონკრეტულად კი გლდანის მასივის III მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 16:00 საათამდე, ელეტრომომარაგება შეეზღუდება, საბურთალოს რაიონის, დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების, სოფელ დიღმის (ნაწილობრივ), დემეტრე თავდადებულის, ახალციხელის და მეფე მირიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 13:00 საათამდე, ელქტრომომარაგება შეეზღუდება კრწანისის რაიონის ბეთლემის, გომის, თუმანიანის, თონეთის, იერუსალიმის, ასკანის და ჯვარედინის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება",-აცხადებენ კომპანიაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი