ზუგდიდში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, "გალფის" ბენზინგასამართ სადგურზე ცოტა ხნის წინ აფეთქება მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველმა განუცხადა, ცეცხლი რეზერვუარში გაჩნდა, რის შემდეგაც უკვე ბენზინგასამართ სადგურს მოედო. თუმცა სახანძრო-სამაშველო სამსახურმა მალევე შეძლო ხანძრის ლოკალიზება.
ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ სამართალდამცველები. პერიმეტრი პოლიციელებს აქვთ შემოსაზღვრული, რადგან აფეთქების საშიშროება არსებობს.