რა საერთო აქვთ ”ჩემი ცოლის დაქალების” მსახიობ ნინო გაჩეჩილაძეს და ჩვეულებრივ გოგონა თამარს? არ დაიჯერებთ, მაგრამ ნინო და თამარი ერთ დროს აუზში ტრამპლინიდან ხტებოდნენ, იცვლიდნენ იმიჯს და აჩვენებდნენ თავიანთი ქალაქის საყვარელ ადგილებს. მალე ნინო და თამარი ინდოეთში გაფრინდებიან. იქ ისინი სპილოებზე შემომსხდარი ისეირნებენ მზის ჩასვლამდე, დილის მძინარე ქალაქის თავზე იფრენენ საჰაერო ბუშტით, ბოლივუდის ვარსკვლავებს გაიცნობენ და ტბილი ინდური მანგოს მიირთმევენ საუზმეზე.

ეს ყველაფერი იმიტომ, რომ თამარა მარათონის ”იცხოვრე თამამად” გამარჯვებული გახდა კომპანია Libresse-სგან. მარათონი სამ ქვეყანაში იმართებოდა და სამ კვირას გრძელდებოდა. მარათონის როს საქართველოს, სომხეთის და ყირგიზეთის ყველაზე აქტიურმა გოგონებმა შეასრულეს დავალებები, რომლებიც მათ ფოსტით გაეგზავნათ. ისინი უჩვეულო სპორტით იყვნენ დაკავებული, ამზადებდნენ საკვებს კონკრეტული ინგრედიენტებით, აჩვენებდნენ საკუთარ ქალაქს და იწერდნენ საჯარო გამოსვლებს. სამი კვირა - შვიდი დავალება და ყველაფერი იმისთვის, რომ უფრო თამამი გამხდარიყვნენ, გადაებიჯათ შიშისთვის, დაევიწყებინათ კომპლექსები და გამხდარიყვნენ გახსნილები.

”ყველაზე თამამი და აქტიური ჩვენგან ჯილდოს მიიღებს, ოცნების მოგზაურობას ინდოეთში” - დადო ლპირობა კომპანია Libresse-მა. ”რა მაგარია” - გაიფიქრეს გოგონებმა და ჩერთნენ მარათონში. აი, სამი კვირა გავიდა, ყველა დავალება შეასრულეს, ყველა ფოტო დაიგზავნა (იხილეთ ფოტოები ჰეშტეგით #ge_libressemarathon ფეისბუქსა და ინსტაგრამზე) ახლა კი გამარჯვებულის დასახელების დროა. საქართველოში თამარა ლაშურმა გაიმარჯვა, სწორედ ის ვარსკვლავების და სხვა გამარჯვებულების კამპანიაში გაემგზავრება ინდოეთში. თუმცა ეს ყველაფერი არ არის! მარათონში მონაწილეობას ძალიან ბევრი იღბდა. მათ ბევრი იშრომეს და საუკეთესოდ წარმოადგინეს თავი. ამიტო კომპანია Libresse-მა გადაწყვიტა კიდევ ხუთი გამარჯვებულის დასახელება: ”ყველაზე სპორტული”, ”ყველაზე შემოქმედებითი”, ”ყველაზე ორიგინალური”, ”ნიჭიერი კულინარი” და ”ვარსკვლავის არჩევანი”. გაინტერესებთ როგორ შეასრულეს გოგონებმა დავალებები რომ ნომინაციებში გაემარჯვებინათ? შეიხედეთ საიტზე ge.libressemarathon.com და იხილეთ საკუთარი თვალით. ყველა გამარჯვებულმა მიიღო სახელობითი სერტიფიკატი, ყვავილები, პროფესიონალური იმიჯ სტუდიის სერტიფიკატი, თმის მოვლის საშუალებები და კომპანია Libresse-ს პროდუქცია. ყველაფერი, რაც თანამედროვე გოგონას ჭირდება.

”რაიმე შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში” - ვკითხეთ გოგონებს. ”რასაკვირველია!” - გვიპასუხეს მათ. ”ადრე ვერც ვიფიქრებდით, რომ ასეთები შეგვეძლო. აქამდე ბევრი რამის გვეშინოდა და ჩაკეტილები ვიყავით. ვფიქრობდით, რომ დაგვცინებდნენ, ამიტომ ბევრ რამეს არ ვაკეთებდით”. იგივე ემოციები გაგვიზიარა მსახიობმა ნინო გაჩეჩილაძემ. მან აღიარა, რომ მარათონის დავალებების შესრულება არა მხოლოდ საინტერესო, არამედ სასარგებლოც იყო. იმიტომ, რომ ჩვენბევრ რამეს გავურბივართ და ვფიქრობთ, რომ ამის გაკეთება არ შეგვიძლია, არადა მხოლოდ შიშის გადალახვაა საჭირო! მარათონმა ”იცხოვრე თამამად!” თუ არ ეცვალა ცხოვრება, გავლენა მაინც ნამდვილად იქონია მასზე. არაფრის შეგეშინდეთ, ყველაფერს შეძლებთ. თუ კიდევ ეჭვი გეპარებათ, მაშინ დაელოდეთ ახალ კონკურსს Libresse-სგან. მოგეცემათ საშუალება გააკვირვოთ საკუთარი თავი და შეიცვალოთ.

R