ჯანდაცვის სამინისტრო "სააფთიაქო ნარკომანიის" წინააღმდეგ - დავით სერგეენკო ახალი რეგულაციების შესახებ

ჯანდაცვის სამინისტრო "სააფთიაქო ნარკომანიის" წინააღმდეგ - დავით სერგეენკო ახალი რეგულაციების შესახებ

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მიიჩნევს, რომ დღეიდან ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საკითხში რეალობა შეიცვლება. როგორც სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, დღეს დამტკიცდა ახალი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, პასუხისმგებელ ფარმაცევტს, ექნება ვალდებულება, რომ გააკონრტოლოს წამლის გაცემის პროცესი.

მისივე თქმით, 24 საათში ამოქმედდება რეგულაციები, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ ამ მიმართულებით მოამზადა.

სერგეენკოს განმარტებით, სააფთიაქო ნარკომანიას, მის ინტრავენულ ნაწილს სერიოზული დარტმა მიადგა, შემცირებულია 95 %-ით, თუმცა პრობლემურად რჩება ტაბლეტირებული ფორმების არამიზნობრივად გამოყენება და აფთიაქების მიერ არაკანონიერი გაცემა.

მინისტრის თქმით, ხელისუფლებას შემდგომი ნაბიჯები უკვე დაგეგმილი აქვს, თუმცა სამინისტრო უახლოეს დღეებში აფთიაქების მონიტორინგს დაიწყებს.

“წინა მოსამზადებელი სამუშაოები და პრეზენტაციები იყო იმის დამტკიცება, რაც დღეს დამტკიცდა. რეალობა შეიცვლება. ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი, თუმცა არ ვიცი რამდენად საბოლოო იქნება, ვინაიდან შემდგომი ორი ნაბიჯი არის საკანონმდებლო ცვლილებები, რაც უკვე დაგეგმილი გვაქვს და ალბათ შემოდგომაზე მოგვეცემა ამის რეალიზების საშუალება“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი