რუსი მორაგბეები მერაბ კვირიკაშვილს სამძიმარს უცხადებენ: "მერაბ, ჩვენ ვიცით, უბედურება დაგატყდა თავს..."

 რუსი მორაგბეები მერაბ კვირიკაშვილს სამძიმარს უცხადებენ: "მერაბ, ჩვენ ვიცით, უბედურება დაგატყდა თავს..."

რუსული რაგბის კლუბმა Енисей-СТМ-მა ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც რუსი სპორტსმენები ქართველ მორაგბეს მერა კვირიკაშვილს სამძიმარს უცხადებენ.

საქართველოს რაგბის ნაკრების წევრის, ფრანგული კლუბის "მონლუსონის" მოთამაშის ოჯახში ცოტა ხნის წინ ტრაგედია დატრიალდა: მორაგბის მეუღლე ანანო ბუაძე, 22 ივლისს ქუთაისთან მომხდარ ავარიაში მიღებული ტრავმების შედეგად 31 ივლისს საავადმყოფოში გარდაიცვალა. მერაბს და ანანოს 4 მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ.

იხილეთ ვიდეომიმართვა

რუსული კლუბის წევრების ემოციურ მიმართვაში ნათქვამია:

"მერაბ, ჩვენ ვიცით, რომ უბედურება დაგატყდა თავს... ვხვდებით, რომ არანაირ სიტყვებს არ შეუძლია შენი ტკივილის შემსუბუქება, მაგრამ იცოდე, რომ მარტო არ ხარ. ჩვენ შენს გვერდით ვართ. ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი მეუღლე. ძლიერი უნდა იყო, შენ შვილები გყავს. ყველაფერი კარგად იქნება. ამ რთულ მომენტში, ჩვენ ყველანი შენს გვერდით ვდგავართ" - ამბობს კლუბის კაპიტანი და მორაგბეები წუთიერი დუმილით მიაგებენ პატივს ანანო ბუაძის ხსოვნას.

ინფიცირებულია საუნივერსიტეტო კლინიკის გინეკოლოგი, რომელსაც ვირუსი სავარაუდოდ, ორსულისგან გადაედო - "მთავარი არხი"

"წელს 39 300-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა" - როდის ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები

ხანმოკლე წვიმა ელჭექით - როგორი ამინდი იქნება საქართველოში უახლოესი დღეები