ხელ­საწყო, რო­მე­ლიც ქე­რა ქა­ლის თმით მუ­შა­ობს

ხელ­საწყო, რო­მე­ლიც ქე­რა ქა­ლის თმით მუ­შა­ობს

ჰიდ­რო­მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი ხელ­საწყო­ე­ბის მუ­ზე­უ­მი გა­რე­მოს ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტო­ში ორი წლის წინ შე­იქ­მ­ნა. საქ­მე ითა­ვეს ჰიდ­რო­მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი ხელ­საწყო­ე­ბის შე­მოწ­მე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­როს­მა, ირაკ­ლი კო­შა­ძემ, მა­რი­ნა კორ­ძა­ხი­ამ და ზუ­რაბ ვე­კუ­ამ. სა­ა­გენ­ტოს სის­ტე­მა­ში ავ­ტო­მა­ტი­კის და­ნერ­გ­ვის შე­დე­გად, გან­ყო­ფი­ლე­ბა და­ი­ხუ­რა, თუმ­ცა ბა­ტო­ნი ირაკ­ლი ახ­ლა კონ­სულ­ტან­ტად მუ­შა­ობს. ჰიდ­რო­მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი ხელ­საწყო­ე­ბის მუ­ზე­უმ­ში ზო­გი ხელ­საწყო დღე­საც მოქ­მე­დია, მაგ­რამ აღარ იყე­ნე­ბენ. 80 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი, პრო­ფე­სი­ა­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ხა­ლი­სი­ა­ნად და გა­ტა­ცე­ბით სა­უბ­რობს.

- მუ­ზე­უ­მის გახ­ს­ნა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი დაკ­ვირ­ვე­ბის 170 წლის­თავს და­ემ­თხ­ვა. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ბევ­რი ხალ­ხი მო­ვი­და, უცხო­ე­ლი სტუმ­რე­ბიც იყ­ვ­ნენ. დამ­ს­წ­რე­თა­გან, არა­ვის უკითხავს რო­მე­ლი­მე ხელ­საწყო­ზე, - ეს რა არი­სო? არა­და, ასეთ შე­კითხ­ვას ვე­ლო­დი და გა­მო­გიტყ­დე­ბით, გუ­ლი დამ­წყ­და. ჩვე­ნი გან­ყო­ფი­ლე­ბა ხელ­საწყო­ე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას მთელ ქსელ­ში ამოწ­მებ­და. მა­გა­ლი­თად, წნე­ვის სა­ზომ ბა­რო­მეტრს ყო­ველ სამ წე­ლი­წად­ში ერ­თხელ უნ­დო­და გა­ნახ­ლე­ბა, მე­ო­რე სა­ხის წნე­ვის სა­ზომ ბა­რო­მეტრ-ანე­რო­იდს, უფ­რო ხში­რად ვა­მოწ­მებ­დით. ყველ­გან დავ­დი­ო­დი, მა­შინ და­ახ­ლო­ე­ბით 120 მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი სად­გუ­რი არ­სე­ბობ­და. ამ­ჟა­მად, მხო­ლოდ 11 სად­გურ­ზე მი­დის ვი­ზუ­ა­ლურ-ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტუ­ლი დაკ­ვირ­ვე­ბა, და­ნარ­ჩე­ნი ავ­ტო­მა­ტუ­რია. ეს ხელ­საწყო ფსიქ­რო­მეტ­რია, ტემ­პე­რა­ტუ­რა­სა და ტე­ნი­ა­ნო­ბას ზო­მავს. ის უნ­და მო­ი­მარ­თოს, ჯერ და­ახ­ლო­ე­ბით 5 წუ­თი უნ­და იტ­რი­ა­ლოს. აქ­ტი­ნო­მეტრს მე­ტე­ო­რო­ლო­გი­ურ მო­ე­დან­ზე იყე­ნებ­დ­ნენ, მზი­სა და დე­და­მი­წის რა­დი­ა­ცი­ის შე­სას­წავ­ლად. ჰიგ­როგ­რა­ფი - სი­ნო­ტი­ვის თვით­მ­წე­რი ხელ­საწყოა, სა­დაც ქა­ლის თმის 40 ქე­რა ღე­რია მო­თავ­სე­ბუ­ლი. ქე­რა იმი­ტომ, რომ ის უფ­რო მე­ტა­დაა ტე­ნის შეს­რუტ­ვის უნა­რის მქო­ნე. უფ­რო ად­რე, თმის ნაც­ვ­ლად, ცხვრის ნაწ­ლა­ვის აპკს იყე­ნებ­დ­ნენ. ის მრგვალ ფირ­ფი­ტა­ზე იყო გა­დაკ­რუ­ლი და ხან იკუმ­შე­ბო­და, ხან ფარ­თოვ­დე­ბო­და.GზაPრესს

- სა­ი­დან მოგ­ქონ­დათ თმა?

- რი­გა გვიგ­ზავ­ნი­და. იქ მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი ხელ­საწყო­ე­ბის უდი­დე­სი ქარ­ხა­ნა არ­სე­ბობ­და, ჩვენ ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლი შეკ­ვე­თე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ვი­ღებ­დით სა­ჭი­რო ხელ­საწყო­ებს. რო­ცა თმა წყდე­ბო­და, 15 ცა­ლი მა­ინც უნ­და დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, რომ ხელ­საწყოს ემუ­შა­ვა. ე.ი. ქა­ლის თმის ღე­რე­ბი, რო­გორც ნა­წი­ლი, ისე მოგ­ვ­დი­ო­და, შევ­ც­ვ­ლი­დით და პრობ­ლე­მაც მოგ­ვარ­ე­ბუ­ლი იყო. ხელ­საწყოს მრგვა­ლი ნა­წი­ლი 24 სა­ა­თის მან­ძილ­ზე მუ­შა­ობ­და და სი­ნო­ტი­ვის მო­ნა­ცე­მე­ბი იწე­რე­ბო­და. ასე­ვე მუ­შა­ობ­და თერ­მოგ­რა­ფი, ტემ­პე­რა­ტუ­რის მო­ნა­ცე­მე­ბის ჩა­სა­წე­რად, ოღონდ მას სხვა­ნა­ი­რი მიმ­ღე­ბი აქვს - თმის ღე­რის ნაც­ვ­ლად, ორი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი დრე­კა­დო­ბის მქო­ნე მე­ტა­ლის­გან შედ­გე­ბა.

- რა ძვირ­ფა­სი მე­ტა­ლე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ხელ­საწყო­ებ­ში?

- ძი­რი­თა­დად - ვერ­ცხ­ლის­წყა­ლი და სპი­ლენ­ძი. გარ­და ამი­სა, სხვა მა­ღა­ლი ხა­რის­ხის მე­ტა­ლე­ბიც გვხვდე­ბა. არ­სე­ბობს თერ­მო­მეტ­რე­ბი ვერ­ცხ­ლის­წყ­ლი­თა და სპირ­ტით. ჰა­ე­რის მაქ­სი­მა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რის და­სად­გე­ნად, ვერ­ცხ­ლის­წყ­ლი­ა­ნი თერ­მო­მეტ­რე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, ხო­ლო მი­ნი­მა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რის გა­სა­გე­ბად - სპირ­ტი­ა­ნი. ვერ­ცხ­ლის­წყა­ლი ცელ­სი­უ­სით -38,8 გრა­დუს­ზე იყი­ნე­ბა, ხო­ლო მა­გა­ლი­თად, ან­ტარ­ქ­ტი­და­ში მი­ნი­მა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა, და­ახ­ლო­ე­ბით -80 და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა, სპირ­ტი კი - მი­ნუს 130-ზე იყი­ნე­ბა.

- მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი მო­ედ­ნის ფუნ­ქ­ცია აგ­ვიხ­სე­ნით.

- მო­ე­და­ნი მე­ტე­ო­სად­გუ­რის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია. მე­ტე­ო­მო­ე­დანს სხვა­დას­ხ­ვა ზო­მა აქვს, თუმ­ცა ძი­რი­თა­დად 26X26-ზე ან 20X16-ზეა. დაკ­ვირ­ვე­ბის პროგ­რა­მა­ში შე­დის წნე­ვა, ტემ­პე­რა­ტუ­რა, ქა­რის სიჩ­ქა­რე და მი­მარ­თუ­ლე­ბა. ნა­ლე­ქე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ე.წ. ტრე­ტი­ა­კო­ვის ნა­ლექ­მ­ზო­მით იზო­მე­ბო­და. მე­ტე­ო­რო­ლო­გი­ურ მო­ე­დან­ზე თერ­მო­მეტ­რი მო­თავ­სე­ბუ­ლია ე.წ. ბუდ­რუ­გა­ნა­ში - ხის პა­ტა­რა ჯი­ხუ­რი, 80X80 სმ, რო­მე­ლიც დგას 2 მეტ­რის სი­მაღ­ლე­ზე. მის შიგ­ნით და გა­რეთ ტემ­პე­რა­ტუ­რა ერ­თ­ნა­ი­რია, რად­გან ჰა­ე­რის ას­პი­რა­ცია (გა­ნი­ა­ვე­ბის მსგავ­სი) ხდე­ბა. ქა­რის ფლუ­გე­რე­ბი 10 მეტ­რ­ზეა აღ­მარ­თუ­ლი. ბა­როგ­რა­ფის მიმ­ღე­ბი (წნე­ვის გამ­ზო­მი) წარ­მო­ად­გენს სპე­ცი­ა­ლუ­რი მე­ტა­ლის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი ფირ­ფი­ტე­ბის (3-5 ცა­ლი) კო­ლო­ფებს. ისი­ნი ერ­თ­მა­ნეთ­ზეა გა­დაბ­მუ­ლი, შიგ­ნით უჰა­ე­რო სივ­რ­ცეა. რომ გახ­ს­ნათ, ფირ­ფი­ტას ად­ვი­ლად მო­ტე­ხავთ, რად­გან ვა­კუ­უმ­ში ის დრე­კა­დია, მაგ­რამ იცით, რა ძლი­ე­რი ხმა ექ­ნე­ბა? განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი