სტიქია ახალციხეში – წარმოუდგენელი მასშტაბის სეტყვა

სტიქია ახალციხეში – წარმოუდგენელი მასშტაბის სეტყვა

ქალაქ ახალციხეში მოსულმა ძლიერმა სეტყვამ საცხოვრებელი სახლები, სახურავები, ავტომანქანები და მოსავალი დააზიანა. სტიქიის შედეგების შესწავლას და ზარალის დთვლას ახალციხის მერიის სამუშაო ჯგუფი ხვალ დაიწყებს.

ახალციხის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის მთელი მერია მობილიზებულია და ქალაქის სხვადასხვა უბანში შექმნილ პრობლემებს ადგილზე სწავლობენ. ზარალის დათვლა მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება.

"ინფრასტრუქუტრის სამსახურის თანამშრომლები, ქალაქის მერი, მოადგილეები, წარმომადგენლები, საკრებულოს თავმჯდომარე ყველა არის გარეთ და სწავლობენ სად რა არის დაზიანებული, სად რა არის საჭირო. შემდეგში დაიწყება ზარალის დათვლა“, – განმარატვენ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

სამსახურში ამბობენ, რომ შეტყობინებები ქალაქში არსბეული დაზიანებების შესახებ ქალაქის მერიაში ამ დრომდე შედის.

წყარო: სამხრეთის კარიბჭე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი