უბნები თბილისში, სადაც დღეს დენი გაითიშება

უბნები თბილისში, სადაც დღეს დენი გაითიშება

თბილისის ზოგიერთ უბანს დღეს ელექტრომომარაგების მიწოდება დროებით შეეზღუდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს, შეზღუდვა გეგმურ სამუშაოებს უკავშირდება.

კერძოდ, სამგორის რაიონში, 11:00 საათიდან 12:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდი ლილოს, ლილოს დასახლების, ლილოს დასახლების I, II, IV, V კვარტლების, მეფრინველეობის დასახლების, საქნავთობის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ტყემალაძის, ჭირნახულის და ღლონტის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის II მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, უზნაძის და ტეტელაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის და კაპანელის ქუჩის მცხოვრებლებს; 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დოლიძის, ბალანჩივაძის, ბაკურიანის, ჩიქოვანის და ლიხაურის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სამტრედიის და გუდაუთის ქუჩების მცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება", - აცხადებენ კომპანიაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი