,,მაწვნის სახლი ალავერდთან” წარმადობის გაზრდას და ლოჯისტიკური ქსელის გამართვას აპირებს.
როგორც ,,ბიზნესპრესნიუსს” მაწვნის სახლის მმართველმა, კოკა კანდელაკმა განუცხადა, პროდუქციის დედაქალაქში შემოტანა ახლო მომავალში იგეგმება.
,,მაწვნის სახლი ალავერდთან” მიმდინარე ტურისტულ სეზონს ახალი ინფრასტრუქტურით შეხვდა. მომხმარებელს წელს მაწვნისგან დამზადებული ნაყინი შესთავაზეს. როგორც კოკა კანდელაკი ამბობს, ამ პროდუქტმა ტურისტებში პოპულარობა უკვე მოიპოვა.
მისივე თქმით, მაისში მაწვნის სახლს ბევრი ტურისტი სტუმრობდა. როგორც კოკა კანდელაკი აღნიშნავს, მათ შორის უმრავლესობა რუსეთიდან იყო. ტურისტების პიკს ობიექტზე შემოდგომის პირველ თვეებში ელოდებიან წაიკითხეთ გაგრძელება