იშვიათი მეტალის საბადოდან "ქართულ ოცნებაში" - 37 წლის ბიზნესმენის გზა ბიზნესიდან პოლიტიკამდე

იშვიათი მეტალის საბადოდან "ქართულ ოცნებაში" - 37 წლის ბიზნესმენის გზა ბიზნესიდან პოლიტიკამდე

კახა კუჭავა პროფესიით იურისტია, კორპორაციული სამართლის სპეციალისტი, თუმცა ბოლო წლებში არნახულ წარმატებას ბიზნესში მიაღწია. ახალგაზრდა ბიზნესმენი ცოტა ხნის წინ "ქართული ოცნების" სახე გახდა - 13 ივლისს პარტიის 15 ახალ წევრს შორის, პრემიერმა კვირიკაშვილმა მისი გვარიც დაასახელა.

მისი ბიზნესისტორია კი 2011 წელს იწყება, როცა დააარსა კომპანია Caucasus Minerals. "კავკასიის მინერალები" აწარმოებს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სასარგებლო წიაღისეულის საბადოების გეოლოგიურ კვლევასა და განვითარებას. კომპანია ფლობს საქართველოში არსებული ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საბადოს, "ზოფხითოს" შესწავლა-მოპოვების 30 წლიან ლიცენზიას.

როგორ იქცა სტიბიუმი დიდი ბიზნესის დაწყების შესაძლებლობად, როგორია კუჭავას კომპანიის Caucasus Minerals-ის დაარსების ისტორია და რა პერსპექტივები აქვს ქართულ მიწაზე მოპოვებულ იშვიათ მეტალს - ანთიმონითს მსოფლიო ბაზარზე, ამაზე კახა კუჭავამ PALITRANEWS-ის ეთერში ისაუბრა. გთავაზობთ ფრაგმენტებს პოლიტიკოსად ქცეული ბიზნესმენის წარმატების ისტორიიდან:

- ყველაფერი დაიწყო 2011 წელს. ჩვენთან მოვიდა მოთხოვნა, გაგვერკვია ერთ-ერთი ლიცენზიის შესახებ, თუ რა ხდებოდა იქ, რა სტატუსი ჰქონდა და უცხოურ დაინტერესებულ კომპანიას დავხმარებოდით, ბიზნესი დაეწყო საქართველოში. არ დავიზარე და მაშინ ჩამოსულ უცხოელ გეოლოგებთან ერთად მოვიარეთ ყველა საჭირო ადგილი - დავიწყეთ მთელი ინფორმაციის მოძიება. არქივებში, გეოლოგიურ ფონდებში, ვხვდებოდით გეოლოგებს, ვისაც უმუშავიათ ამ პროექტზე, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს.

- ბევრმა მკითხველმა, შესაძლოა არ იცის, რა მინერალის მოპოვებაზეა საუბარი და სად?

- საუბარია ზემო რაჭის, ონის რაიონზე, სოფელი ღებზე. ამ სოფლიდან დაახლოებით 18 კილომეტრის მოშორებით, მთაში, რიონის შესართავებისკენ იპოვეს საბადო, რომელიც გამოირჩეოდა ანთიმონითის დიდი შემცველობით. თუმცა, სხვა ელემენტებიც მოყვებოდა, მათ შორის ფერადი ლითონები, ძვირფასი ლითონები. სამუშაოები დაახლოებით 57 წლამდე ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობდა, გაყვანილია + - 20 კილომეტრის სიგრძის სპეციალური გვირაბები კლდეში, სადაც გეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობდა. 1957 წელს დაიწერა პირველი ანგარიში უკვე მარაგების შესახებ, შემდეგ რაღაც პერიოდი შეჩერებული იყო სამუშაოები. 70-იანებში ისევ განახლდა, 80-იანებში ისევ შეჩერდა, შემდეგ ისე მოხდა, რომ დამოუკიდებლობის პერიოდში რამდენიმე ჯგუფი დაინტერესდა, მათ შორის ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციაც იყო, საფონდო ბირჟაზეც ვაჭრობდა. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ რთული პროექტია, თუნდაც გეოლოკაციიდან გამომდინარე, ვერ შეძლეს ბოლომდე მიეყვანათ საქმე. აქ საუბარი არ არის წარმოებაზე. პირველ რიგში, საუბარია მოკვლევის ეტაპზე, რომ ვიცოდეთ რა არის იქ, ღირს თუ არა მოკვლევა. ჩვენთვის ეს იყო გამოწვევა, შევძლებდით თუ არა.

- ანთიმონითი, იგივე სტიბიუმი. ძირითადად, რაში გამოიყენება ეს მინერალი?

- საკმაოდ საინტერესო ელემენტია, 2012 წლიდან უკვე ბრიტანულ-გეოლოგიური ინსტიტუტების მიერ შეყვანილ იქნა სამ ყველაზე იშვიათ მეტალს შორის. ეს არის ანტიაალებადი ელემენტი, რომელიც გამოიყენება ყველგან, სადაც საშიშროებაა, რომ რაღაც აალდეს. პირველ რიგში, ეს არის ცეცხლჩამქრობი საშუალებები, რომლებიც მაქსიმალურად იყენებენ ამ ელემენტს. თანამედროვე ტექნიკის განვითარებიდან გამომდინარე, ძალიან გამოიყენება მობილურების, პლანშეტების, ეკრანების შემთხვევაში, ასევე, სამხედრო მიზნებისთვისაც  განაგრძეთ კითხვა

"ნიკა მელია თავისი ნებით ზის ციხეში, თავს იწვალებს - "ნაცმოძრაობა" პარლამენტში შემოვა, ჭრიალ - ჭრიალით მოდიან" - ელისაშვილი

"მმართველმა პარტიამ ამ შემთხვევაში მოლოდინი არ გაამართლა" - რაზე საყვედურობს აშშ-ის საელჩო "ქართულ ოცნებას"?

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"