"დავინახე, ახალგაზრდა ბიჭი წყლის მორევში ტრიალებდა..." - ექსკლუზიური ინტერვიუ 18 წლის ბიჭთან, რომელიც ბოლო დღეების გმირად იქცა

"დავინახე, ახალგაზრდა ბიჭი წყლის მორევში ტრიალებდა..." - ექსკლუზიური ინტერვიუ 18 წლის ბიჭთან, რომელიც ბოლო დღეების გმირად იქცა

გიორგი გოგოლაურს უკვე ძალიან ბევრი ადამიანი იცნობს. 1-ელ აგვისტოს ახმეტის რაიონში მომხდარი შემთხვევის შემდეგ (იხილეთ სტატია), გმირი, რომელმაც ადამიანი დახრჩობას გადაარჩინა, მთელმა საქართველომ გაიცნო. გიორგიმ დაფიქრებაც ვერ მოასწრო, ისე გახდა ვარსკვლავი. სტატიის კომენტარებში გოგონები მას სიყვარულს უხსნიდნენ, უფრო ასაკოვანი ადამიანები ლოცავდნენ, მშობლებს აქებდნენ, ბევრი იმასაც წერდა, რომ სწორედ ასეთ ადამიანებზე უნდა გააკეთონ ტელევიზიებმა გადაცემები და რომ გიორგი იმსახურებს, 100%-იანი გრანტით მიიღონ ნებისმიერ უნივერსიტეტში. გვთხოვდნენ მის უფრო ახლოს გაცნობას...

ეს პოპულარობა გიორგისთვის მოულოდნელი იყო, მან უბრალოდ ის გააკეთა, რაც იმ წუთას ჩათვალა საჭიროდ, ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა და შედეგებზე აღარც უფიქრია. გიორგი გაურბის ჟურნალისტებს და დიდი თხოვნის შემდეგ ძლივს დავითანხმეთ ინტერვიუზე.

- გიორგი, გაიხსენე დეტალურად, რა მოხდა იმ დღეს?

- მეგობრები ახმეტის რაიონში, სოფელ მატანში ვიყავით სტუმრად კლასელის ოჯახში. მდინარეზე წასვლა გადავწყვიტეთ. 10-15 წუთის მისულები ვიყავით, რომ ჩოჩქოლი ატყდა და შემდეგ განწირული ყვირილი გაისმა. მე და ჩემი მეგობრები მაშინვე წყალსაცავისკენ გავიქეცით. ხიდიდან გადავიხედე და დავინახე, რომ ახალგაზრდა ბიჭი წყლის მორევში ტრიალებდა. როცა დაბლა ჩავედი, უკვე აღარ ჩანდა. ყველა პანიკაში იყო. მისი მეგობრები ემოციისგან თავს ვეღარ აკონტროლებდნენ და წყალში გადახტომას ცდილობდნენ, ეს უფრო ცუდ შედეგს მოიტანდა, იქ გადახტომას აზრი არ ჰქონდა, ყველა დაიღუპებოდა. ჩემი მეგობრები ირაკლი ილურიძე და ცოტნე ფაჩუაშვილი იჭერდნენ ამ ბიჭებს და გადახტომის საშუალებას არ აძლევდნენ.

დავიყვირე, ჯაჭვი შევკრათ-თქო, წყალში შევედი და უკან 3-4 ბიჭი შემომყვა, იმათაც ძალიან ივაჟკაცეს. წყალში ხელი მეშვებოდა უკვე, ძლიერი დინება იყო, ჩემს უკან მდგომმა გამომაგდო მორევიდან. დიდი წვალების შემდეგ დაზარალებული წყალმა მეორე ნაპირას გამორიყა. გათიშული და სულ გალურჯებული იყო. სახეში ურტყამდნენ გამოსაფხიზლებლად. ვიფიქრე, თავის ტრავმები ექნებოდა და ვუთხარი ბიჭებს, ნუღარ ურტყამთ-მეთქი. ბეტონზე დავაწვინეთ. ალბათ 2-3 წუთი გათიშული იყო. ხელოვნური სუნთქვა და გულის მასაჟები ჩავუტარე. სასწრაფო რომ მოვიდა, უკვე გონზე იყო მოსული... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი