დედაქალაქის რამდენიმე რაიონს, 5 აგვისტოს, გეგმური სამუშაოების გამო, ელექტომომარაგება დროებით შეეზღუდება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს, ელექტრომომარაგების შეზღუდვა შეეხება სამგორის, გლდანის, დიდუბის და საბურთალოს რაიონებს.
"ინტერპრესნიუსი" გთავაზობთ გრაფიკს, რომლის მიხედვითაც თბილისის რაიონებისთვის ელექტრომომარაგების შეზღუდვა მოხდება:
სამგორის რაიონი - 11:00 საათიდან 12:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდი ლილოს, ლილოს დასახლების, ლილოს დასახლების I, II, IV, V კვარტლების, მეფრინველეობის დასახლების, საქნავთობის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ტყემალაძის, ჭირნახულის და ღლონტის ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი - 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი - 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, ჭიაურელის და ლუბლიანას ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი - 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), პანკისის, დოლიძის, ბალანჩივაძის და ზურაბ ქაფიანიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.