საქართველოში 10 აგვისტომდე არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთ საქართველოში კი წვიმა ელჭექით, სეტყვასთან ერთად. ელჭექის დროს მოსალოდნელია ჰაერის შკალური გაძლიერებაც.
სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის მაქსიმალური ტემერატურა სანაპირო ზოლზე 27-29 გრადუსამდე შემცირდება, სამეგრელო-ზემო სავანეთისა და იმერეთის ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა 30-32 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 34-36 გრადუსია. გარემოს ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციითვე, ამინდის გაუარესება მოსალოდნელია საღამოსა და ღამის საათებში.