სუპერბოროტმოქმედების გმირობა "თვითმკვლელთა რაზმი"

სუპერბოროტმოქმედების გმირობა "თვითმკვლელთა რაზმი"

სუპერძალების მქონე, დაუოკებელი ბრძოლისუნარიანობითა და გამარჯვების ჟინით სავსე სუპერბოროტმოქმედები საერთო მისიისთვის ერთიანდებიან. ფილმის - "თვითმკვლელთა რაზმი" დიდი პრემიერა 3D-სა დაIMAX-ში თბილისის კინოთეატრებში 4 აგვისტოს გაიმართება,მედიას მისი ხილვის შესაძლებლობა კი რამდენიმე დღით ადრე, სპეციალურად მედიისთვის გამართულ ჩვენებაზე მიეცა.

მთავრობა ბოროტმოქმედი ადამიანებისგან გუნდს ქმნის და მათ სახიფათო მისიის შესრულებას ავალებენ. სამყაროს გადარჩენა მხოლოდ მათ შეუძლიათ და იმ შემთხვევაში, თუ მისიას თავს ვერ გაართმევენ, მთავრობა ყველაფერს სუპერდამნაშავეებს დააბრალებს. გუნდის წევრები ურთულესი დავალების შესასრულებლად სიცოცხლეს საფრთხეში იგდებენ.

ამერიკული ფანტასტიკური ჟანრის ბოევიკი გადაღებულია დევიდ ეიერის რეჟისურით. კომიქსზე დაფუძნებულ ფილმს კანადაში, ტორონტოში 5 თვის განმავლობაში იღებდნენ.აღნიშნული ფილმი ჯოკერის 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად გამოდის. თიზერ-ტრეილერს, სადაც არაერთი ოსკარის მფლობელი მსახიობი მონაწილეობს, განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა, მას იმაზე მეტი ნახვა ჰქონდა, ვიდრე "Batman v Superman"-ს.

ფილმში ჰოლივუდის ისეთი ვარსკვლავები მონაწილეობენ, როგორებიც არიან უილ სმითი, ჯარედ ლეტო, მარგო რობი, რობერტ კენედი, ვიოლა დევისი და სხვები. მწარმოებელი კომანიაა DC Comics, კომპანიისთვის ფილმი - "Suicide Squad" მესამე ნამუშევარია, ერთ-ერთი მათგანია - "Batman v Superman" და მაყურებელი ბენ აფლეკის ერთ-ერთ დასამახსოვრებელ გმირს - ბეტმენს ამ ფილმშიც იხილავს. ბენ აფლეკი პირველი მსახიობია, რომელმაც ერთ წელს ერთიდაიგივე პერსონაჟი, ორი სხვადასხვა განსხვავებული რეჟისორის ფილმებში განასახიერა. "თვითმკვლელთა რაზმი" პირველი ფილმია, სადაც პერსონაჟს - ჯოკერს ტუჩებთან არ აქვს გრიმი, რომელიც მის ღიმილს აგრძელებს. ასევე, პირველი კომიქსების წიგნის ეკრანიზაციაა, სადაც მთავარ როლებს სუპერბოროტმოქმედები თამაშობენ.

ფილმში ყველაფერი მარტივად ჩანს ხოლმე, როდესაც სპეცეფექტებითა და მაღალი ტექნიკით მოხიბლული მაყურებელი რეალურ ცხოვრებაში მოინდომებს რაიმეს შეცვლას, როგორც წესი, ეს დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ხშირად ერთად დგომა, რაიმე მისიისთვის გაერთიანება და საკუთარი ძალების დაჯერება წარმატების მომტანი ხდება ხოლმე. ვფიქრობ, ბოროტმოქმედების აღმოფხვრა და სიკეთის კეთებაა ის მთავარი მისია, რასაც თითოეული ჩვენგანი უნდა ასრულებდეს.

სულაც არაა აუცილებელი, იყო სუპერგმირი, სუპერბოროტმოქმედი ან თუნდაც სუპერჯაშუში იმისათვის, რომსამყაროს გადარჩენა შეძლო. იდეა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ერთად დგომითა და საკუთარი ძალების დაჯერებით შესაძლებელია ყველაფრის მიღწევა.

მაყურებელს მძაფრსიუჟეტიანი და ფანტასტიკური ბოევიკის ნახვა აგვისტოს ბოლომდე შეეძლება.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი