ბორჯომში სტიქიაში მოყოლილი ხალხი სასტუმრომ შეიფარა: "გალუმპული ტანსაცმელი გაგვირეცხეს, გაგვიშრეს, ოთახი დაგვითმეს..."

ბორჯომში სტიქიაში მოყოლილი ხალხი სასტუმრომ შეიფარა: "გალუმპული ტანსაცმელი გაგვირეცხეს, გაგვიშრეს, ოთახი დაგვითმეს..."

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ სერიოზული პრობლემები შექმნა. სტიქიამ დააზიანა საცხოვრებელი სახლები და ისტორიული პარკი. შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. ტურისტული ზონებიდან განხორციელდა ხალხის ევაკუაციაც.

ლელა ნებიერიძე ერთ-ერთია, რომელიც სტიქიის ზონაში აღმოჩნდა. ის დასასვენებლად იმყოფებოდა ბორჯომში ოჯახთან ერთად. ნებიერიძე ფეისბუქის პოსტში სტიქიის ღამით მომხდარ ფაქტს იხსენებს, თუ როგორ შეიფარა ადგილობრივმა სასტუმრომ სეტყვასა და წვიმაში მოყოლილი ბავშვები და მოზარდები:

"დღეს ბორჯომში ვინც იყო, ეცოდინება რა ამინდი გადავიტანეთ, მემგონი წარღვნა იყო. სველები, გალუმპულები ბავშვებით შეგვიფარა და გადაგვარჩინა სასტუმრო Crowne Plaza-მ. არ ვიცი მადლობა როგორ გადავუხადოთ, შევედით თუ არა ხალათები პირსახოცები, ჩაი, ყავა, საჭმელი... ნუ არ ვიცი, წარმოუდგენელი ყურადღება მოგვაქციეს, წაიღეს ჩვენი გალუმპული ტანსაცმელი, გაგვირეცხეს გაგვიშრეს, ოთახი დაგვითმეს, დარჩით ამ ღამე სად უნდა წახვიდეთო.

ამ ყველაფერს იმიტომ ვწერ რომ მინდა იცოდეთ, კეთილი ხალხი არსებობს. ამ სასტუმროში დასვენებაზე ვერც ვიოცნებებდი. დიდი მადლობა სასტუმროს თითოეულ თანამშრომელს და რა თქმა უნდა სასტუმროს მეპატრონეს.

ხვალ დილით პერსონალურად გადავუხდით მადლობას. მადლობა უფალო დახმარებისთვის! - წერს ნებიერიძე ფეისბუქის პირად გვერდზე და სასტუმროში გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი