"არაფერი განსაკუთრებული და ბრენდული..." - ვინ ზრუნავს კახი კალაძის ჩაცმულობაზე

"არაფერი განსაკუთრებული და ბრენდული..." - ვინ ზრუნავს კახი კალაძის ჩაცმულობაზე

ვინ ზრუნავს ენერგეტიკის მინისტრის ჩაცმულობაზე - ამ კითხვას კახი კალაძემ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემაში "ჩემი კითხვა" უპასუხა. ერთ-ერთი მაყურებელი დაინტერესდა, რამდენს ხარჯავს მინისტრი ამ ყველაფერში და ხომ არ ზრუნავს მის ჩაცმულობაზე დიზაინერი მეუღლე.

კახი კალაძე: საინტერესოო შეკითხვაა. ჩაცმის სტილს რაც შეეხება გემოვნებაზე არ დაობენ. შეიძლება ის, რაც მე მომწონს, სხვას არ მოწონდეს. ან ის, რაც ჩემთვის საინტერესოა სხვისთვის საინტერესო არ იყოს. კონკრეტულად ჩემს ჩაცმულობას რაც შეეხება, მინდა გითხრათ, რომ არაფერი განსაკუთრებული და ბრენდული... უბრალოდ ჩემი გემოვნებით მყავს მკერავი, რომელიც ადგილზე მირეკავს პიჯაკი იქნება ეს, პერანგი თუ ასე შემდეგ. ასე, რომ არაფერი განსაკუთრებული. რაც შეეხება თანხას, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს... მთავარია როგორ შეარჩევ ტანსაცმელს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი