ძიუდოისტი ამირან პაპინაშვილი ნახევარფინალშია

ძიუდოისტი ამირან პაპინაშვილი ნახევარფინალშია

რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოს ტურნირში, 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში წარმატებით ასპარეზობს ამირან პაპინაშვილი, რომელმაც სამი ორთაბრძოლა მოიგო და ნახევარფინალშია.

28 წლის ქართველი ძიუდოისტი შეჯიბრში მეორე წრიდან ჩაება, სადაც ჯერ კანადელ სერხიო პესოას მოუგო, შემდეგ კი ბულგარელი იანისლავ გერჩევი იპონით დაამარცხა. 1/4-ფინალში კი პაპინაშვილმა იაპონელ მსოფლიოს ჩემპიონ ნაოჰისა ტაკატოსთან ასევე იპონით გაიმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა.

ნახევარფინალში ქართველ ძიუდოისტს რუსი სპორტსმენი ევროპის სამგზის ჩემპიონი, მსოფლიოს ფინალისტი ბესლან მუდრანოვს დაუპირისპირდება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი