"ნუცა მეცოდება" - გოგონა სერიალიდან "ხელოვნური სუნთქვა"

"ნუცა მეცოდება" - გოგონა სერიალიდან "ხელოვნური სუნთქვა"

"ზუსტად ვიცოდი, შემოქმედებითი ჯგუფი კარგ პროდუქტს გააკეთებდა და "ხელოვნურ სუნთქვაში" გადაღებას ამიტომ დავთანხმდი. როლს სირთულეები ნამდვილად აქვს, მაგრამ ეს უფრო მეტად მობილიზებულს მხდის",- ამბობს მსახიობი ანი ბებია.

როგორ მიიღო საზოგადოებამ მისი ნუცა, რა გამართლებას უძებნის მსახიობი პერსონაჟის საქციელს, რა ანიჭებს ბედნიერებას და ვინ არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის კარგ ხასიათზე აყენებს?- ამ ყველაფერს ჟურნალ "გზისთვის" მიცემული ინტერვიუდან შეიტყობთ, რუბრიკაში "დაუსრულებელი წინადადება".

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...არაფერს შევცვლიდი. მხოლოდ, იმ ადამიანებს არ ვატკენდი გულს, ვისაც ვატკინე. პირველ რიგში, დედა და ძმები მახსენდება. დედა სულ მეჩხუბებოდა, ბუზღუნა ნუ ხარო. მას თითქოს, ჩემამდე ახლოს ვერ ვუშვებდი, მეგობრობა მიჭირდა და როგორც ჩანს, კომპლექსიც მქონდა. ერთ ძმასთან არასდროს მიკამათია, მეორესთან კი სულ ვჩხუბობდი - ეს ყველაფერი მაშინ ხდებოდა, როცა ერთად ვცხოვრობდით.

- ბედისწერის...

- ...მჯერა. ჩემს ცხოვრებაში არაერთხელ მომხდარა ისეთი რამ, რამაც ბედისწერის არსებობაში დამაჯერა. სიზმრების მჯერა. თეატრალურ უნივერსიტეტში რომ ვსწავლობდი, 2 მეგობართან ერთად ქუჩაზე გადავდიოდი და მანქანამ დაგვარტყა. ერთი ისე ძალიან დაიმტვრა, რომ მთელი თვე კომაში იყო და არავის ეგონა, თუ გადარჩებოდა, მაგრამ დღეს კარგად არის. მე ერთი ნაკაწრიც არ მქონია. ბედისწერაა ეს, აბა, რა არის? წინა დღეს ისეთი სიზმარი ვნახე, რომელიც მერე ამ ავარიას დავუკავშირე.

...

- ანი, შენი პერსონაჟი- ნუცა მაყურებელმა როგორ მიიღო?

- ძალიან საინტერესო და რთულად შესასრულებელი როლია. საზოგადოებამ თავდაპირველად კარგად მიიღო, მაგრამ მას შემდეგ, რაც მისი ყოფილი შეყვარებული გამოჩნდა, აგრესია საგრძნობი გახდა... პირადად მე, ნუცა მეცოდება. ის ცხოვრებას იმ ადამიანების მსგავსად არ უყურებს, ვინც მის მიმართ აგრესიულადაა განწყობილი. მას სხვა, ძალიან ღრმა ფიქრები აქვს და ამან დაღუპა. სოციალურ ქსელში კომენტარებს რომ ვკითხულობ, თავისებურად განვიცდი: ამ გოგოს მიმართ აგრესია არ უნდა იყოს, ცოდოა.

- ქალი, რომელსაც ქმარი ჰყავს, ყოფილ შეყვარებულს აღარ უნდა ხვდებოდეს. არ მეთანხმები?

- მართალია. თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ არავის აინტერესებს, ეს ნაბიჯი რატომ გადადგა... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი