უშგულში დაკარგული ყაზახეთის მოქალაქის ოჯახი სამაშველო ბრიგადის გამოყოფას ითხოვს

უშგულში დაკარგული ყაზახეთის მოქალაქის ოჯახი სამაშველო ბრიგადის გამოყოფას ითხოვს

უშგულში დაკარგული ყაზახეთის მოქალაქის, სერგეი ტროფიმოვის ოჯახი სამაშველო ბრიგადის გამოყოფას ითხოვს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" დაკარგული სერგეი ტროფიმოვის მეგობარმა, რომან განიუშინმა განუცხადა, ტროფიმოვი კავშირზე ბოლოს 23 ივლისს გამოვიდა. განუშინის ცნობით, დახმარების თხოვნით მესტიის პოლიციას მიმართეს, პოლიციამ ტერიტორია შეამოწმა, თუმცა ვერაფერი იპოვა.

რომან განუშინის თქმით, მას შემდეგ პოლიციის მხრიდან არანაირი ქმედება არ განხორციელებულა.

"ვიმყოფებით უშგულში, სერგეის მეუღლესთან ერთად. ვითხოვთ გამოყონ ვერტმფრენი, სამაშველო ბრიგადა", - აღნიშნა განუშინმა.

მისივე თქმით, შსს-ში განუცხადეს, რომ მიმართეს საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურს და ამ საკითხზე მუშაობს 10-კაციანი ჯგუფი, თუმცა, განუშინის ინფორმაციით, უშგულში არავინ იმყოფება და საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურშიც თქვეს, რომ მათ არანაირი განაცხადი არ მიუღიათ.

მისივე თქმით, ყაზახეთის მოქალაქეს საქართველოს ტერიტორია ოფიციალურად არ დაუტოვებია.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი