ლაშა შავდათუაშვილის ემოციური ჟესტი რუს მეტოქეს - გამარჯვება, რომელიც ოქროზე ძვირფასია

ლაშა შავდათუაშვილის ემოციური ჟესტი რუს მეტოქეს - გამარჯვება, რომელიც ოქროზე ძვირფასია

08/08 ეს ციფრები ყველაზე დიდი ტკივილია საქართველოს ისტორიაში. ციფრები, რომელიც ხანმოკლე, მაგრამ დიდ ომს გვახსენებს. ციფრები, როდესაც დავკარგეთ მამები, ძმები, დედები, შვილები, სახლები და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები...

8 აგვისტოს მხოლოდ წარსულზე ვსაუბრობთ, ვიგონებთ და კიდევ ერთხელ გვტკივა...

8 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის მერვე წლისთავზე საქართველო და რუსეთი ერთმენთს ტატამზე დაუპირისპირდა... და საქართველომ მოიგო!!!

არ არსებობს ჯილდო იმაზე დიდი, ვიდრე ეს გამარჯვებაა. არ არსებობს სიმამაცე იმაზე დიდი, ვიდრე ლაშა შავდათუაშვილის ემოციური ჟესტი რუსი მეტოქის მიმართ.

იხილეთ ვიდეო| ლაშა შავდათუაშვილის გამარჯვება რუს ძიუდოისტთან და ემოციური ჟესტი

მაშინ, როცა 8 წლის წინ, ქართველ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს რუსი ჯარისკაცები აიძულებდნენ ქართულ დროშაზე ფეხით შემდგარიყო - ქართველი არ გატყდა. მაშინ როცა რუსი სალდათები ქართულ დროშაზე შარდავდნენ და წვავდნენს ...დღეს  8 წლის შემდეგ, 8 აგვისტოს, ლაშა შავდათუაშვილა რუს მეტოქეს თითით მიანიშნა გულზე დამაგრებულ საქართველოს დროშაზე  - "მე შენ, ქართველმა დაგამარცხე!! "

ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა რუსი ძიუდოისტი იარცევი რეპეშაჟში დაამარცხა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას განაგრძობს.

შეხვედრას იუკოთი რუსი ფალავანი იგებდა, თუმცა ქართველმა ლაშა შავდათუაშვილმა შეძლო ბრძოლის შემობრუნება და ჯერ ვაზარი მოიპოვა, შემდეგ კი იპონი.

ბრძოლის დასრულების შემდეგ, ქართველმა ფალავანმა ემოციური ჟესტით რუს სპორტსმენს საქართველოს დროშაზე მიანიშნა.

ნანა ჩხაიძე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი