ბიჭი კარალეთიდან, რომელმაც საქართველო სიამაყით აავსო - ლაშა შავდათუაშვილის რთული გზა ჩემპიონობამდე

ბიჭი კარალეთიდან, რომელმაც საქართველო სიამაყით აავსო - ლაშა შავდათუაშვილის რთული გზა ჩემპიონობამდე

8 აგვისტოს, განსაკუთრებული განცდა იყო ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა შავდათუაშვილისა და მისი რუსი მეტოქის ორთაბრძოლა. ემოციური იყო ლაშას მოგება და განსაკუთრებული ჟესტი, რომლითაც ყველას, განსაკუთრებით კი რუსებს შეახსენა, რომ ის ქართველია და ახსოვს ოკუპანტი.

ბევრმა არ იცის, რომ 24 წლის ჩემპიონი წარმოშობით სწორედ გორიდან არის. ასევე ის, რომ მშობლიურ კარალეთის ეკლესიაში წლები სტიქაროსნად იმსახურა. ერთ-ერთ ადრინდელ ინტერვიუში ლაშა ასე იხსენებს ბავშვობას და პირველ მონაწილეობას ოლიმპიადაზე - 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე:

- დაახლოებით 11-12 წლისა ვიყავი, როცა გორში ძიუდოზე შევედი ანზორ თენაძესა და ნიკო ბიბილაშვილთან. თანასოფლელები ჭიდაობდნენ და მეც დამაინტერესა. სხვების მიღწევებს რომ ვუყურები, მეც მინდოდა, ისეთივე წარმატებული გავმხდარიყავი, ოლიმპიური ჩემპიონობა კი ჩემი ოცნება იყო. თუ რამეზე ვოცნებობდი, მხოლოდ ამაზე! კერპი არ მყოლია, ვქომაგობდი და მომწონდა ყველა წარმატებული სპორტსმენი.

წაიკითხეთ: "ისეთი დღე იყო, უფლება არ მქონდა რუს სპორტსმენთან წამეგო" - ლაშა შავდათუაშვილი

ბავშვობაში ძიუდოს გარდა სხვა გატაცება არც მქონია. მარტივი ჭეშმარიტებაა - როცა რაღაც საქმეს აირჩევ, დანარჩენი გვერდზე უნდა გადადო და იმას მიუძღვნა ყველაფერი. მეც ასე ვფიქრობდი - რაც შემეძლება, ვივარჯიშებ, ვიმუშავებ და თუ არაფერი გამომივა, ჩემს თავს ვერაფერს დავაბრალებ-მეთქი  განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი