"ათრია ტატამზე რუსი! მადლობა, შე კაი კაცო!" - რა ხდებოდა "ფეისბუქზე", როცა შავდათუაშვილმა იარცევი დაამარცხა

"ათრია ტატამზე რუსი! მადლობა, შე კაი კაცო!" - რა ხდებოდა "ფეისბუქზე", როცა შავდათუაშვილმა იარცევი დაამარცხა

რიოს ოლიმპიადაზე ლაშა შავდათუშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვარიოს ოლიმპიადაზე ლაშა შავდათუშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენმა რეპეშაჟში რუსი დენის იარცევის იპონით დაამარცხების შემდეგ, მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ისრაელის წარმომადგენელი დაამარცხა და მიმდინარე თამაშებზე ქართულ დელეგაციას პირველი მედალი მოუტანა.

იხილეთ ვიდეო| როგორ გაამართლეს რუსმა კომენტატორებმა ლაშა შავდათუაშვილთან რუსი ძიუდოისტის დამარცხება

განსაკუთრებით ემოციური გამოდგა 2008 წლის აგვისტოს ომის მერვე წლისთავზე ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი და რუსი სპორტსმენების დაპირისპირება. ლაშას გამარჯვებას და თამაშის დასასრულს მის ჟესტს სოციალურ ქსელებში აქტიური გამოხმაურება მოჰყვა:

ვიკა ბუკია, ჟურნალისტი:

"იმ ძალიან მაგარი ბიჭის, შავდათუაშვილის გამარჯვებამაც ცხადყო, რომ გამიჯვნა სპორტის პოლიტიკისგან და კულტურის პოლიტიკისგან არ ხდება. დიახ, როდესაც ქვეყანა ოკუპირებულია, კალენდარზე 8 აგვისტოა, ასმაგად გიხარია გორელი ბიჭის გამარჯვება რუს სპორტსმენზე და ასმაგად გწყინს, როცა გასტროლებზე მიდიან მოსკოვში ქართული ანსამბლები. ვისაც სულ ცოტა მაინც სწამს სიმბოლოების და დამთხვევების, ჩემსავით შეაგულიანებდა ეს გამარჯვება:) მაინც სასიამოვნო და საოცრად იმედისმომცემი დასასრული ქონდა 2016 წლის 8 აგვისტოს!"

მერაბ მეტრეველი, "სახელმწიფო ხალხისთვის" წევრი:

"ორი გაფრთხილებით იგებდა. თავისუფლად შეეძლო არ გაერისკა, დრო გაეწელა და ასე მოეგო ბრინჯაო, მაგრამ არა, არ მოისვენა, სანამ ბეჭებზე არ დასცა! ესაა ხასიათი, ესაა ჯიგარი!"

ასევე წაიკითხეთ: ლაშა შავდათუაშვილის ემოციური ჟესტი რუს მეტოქეს - გამარჯვება, რომელიც ოქროზე ძვირფასია

გიორგი სუხიტაშვილი, მომღერალი:

"ლაშა გენაცვალე! შენა როგორ ველოდებოდი ამ შეხვედრას, დღეს რვა აგვისტოა და სიმბოლურია კარალელ კაცს მიეცა შანსი რუსთან ეჭიდავა და ჩვენმა ლაშამ ათრია ტატამზე რუსი იარცევი! მადლობა შე კაი კაცო!"

ეკა ხოფერია, ტელეწამყვანი

ოქრო, ბრილიანტი და ბაჯაღლო ხარ შენ!!! ყველაზე მაგარი დასასრული დღევანდელი დღის!

სალომე ლილუაშვილი, პროდუსერი:

"მგონია, სპორტსმენებს ყველაზე მძაფრად აქვთ გააზრებული ოკუპანტის სიმწარე, დიდ ბრძოლაში საკუთარი ომის მოგების მნიშვნელობა, ძალის მიზანმიმართულად გამოყენების უნარი და მისი წილი პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე. Go, Georgia, go!"

ზაზა ფირალიშვილი, ფილოსოფოსი:

"ვინ თქვა, საქართველოში ბიჭები აღარ იბადებიანო?! ომიდან რვა წლის გასვლის შემდეგ ამ ბიჭმა სამუდამოდ დაგვახსომა წლევანდელი რვა აგვისტო"

გია როინიშვილი, მსახიობი:

"2016 წლის 8 აგვისტო! ბეჭებზე დაგდებული რუსი ფალავანი! გორელო შავდათუაშვილო ბრავო!"

ნანუკა ჟორჟოლიანი, ტელეწამყვანი:

"მაგარო შენ! მადლობა ამ ემოციებისთვის! ყველა მედალზე მაგარია ეს მომენტი!"

სოფო ნიჟარაძე, მომღერალი:

"მოგება და ბოლო რეაქცია!!! გამაჟრიალა! ასე მოგვეგოს ყოველთვის ყველა მტერთან!!!

მიხეილ სააკაშვილი, ოდესის გუბერნატორი:

"ყოჩაღ ლაშა შავდათუაშვილი!"

რამაზ გიგაური, ასტროლოგი:

"Я за бортом - განაცხადა პირდაპირ ეთერში შავდათუაშვილისგან იპონზე დახეთქებულმა დენის იარცევმა :))

გამოგყოლია შენივე სამშობლო და პრეზიდენტი. ვოტ!"

მაია დარსმელიძე, მომღერალი:

"დღევანდელი დღე ასე უნდა დასრულებულიყო, ამ გამარჯვებით. 08.08.16

კახა მამულაშვილი, ამმაულიჩა, პროდუსერი:

"რამხელა ბედნიერებაა და სტიმული ჩვენი პატარა ქვეყნისთვის, ყველას გილოცავთ"

გოგა ჩანადირი, ფოტოგრაფი:

"ზუსტად 8 წლის წინათ, 8 აგვისტოს მის სოფელსა და შემოგარენში ომი მიდიოდა. რუსი ოკუპანტები საქართველოს ებრძოდნენ და თანაც, არაპროპორციული ძალით, უთანასწოროთ. მაშინ მათ თუში ბიჭი გიორგი ანწუხელიძე ვერ აიძულეს ქართულ დროშას ფეხით შესდგომოდა და წაებილწა. ლაშას ჟესტი სწორედ გიორგის პატივისცემას ნიშნავდა. ლაშას ჟესტი ბრძოლაში ვაჟკაცურად გამარჯვებას ნიშვდა. ბრძოლაში, რომელშიც არაპროპორციულად კი არა, ტოლი ტოლთან იბრძოლა. ეს ის შემთხვევაა, როცა ბრინჯაოც კი ოქროა. გმადლობ, ლაშა!".

იხილეთ ასევე: ბიჭი კარალეთიდან, რომელმაც საქართველო სიამაყით აავსო - ლაშა შავდათუაშვილის რთული გზა ჩემპიონობამდ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი