გიგა ოთხოზორიას ოჯახს ზუგდიდში სახლი გადასცეს

გიგა ოთხოზორიას ოჯახს ზუგდიდში სახლი გადასცეს

მთავრობის გადაწყვეტილებით, დევნილთა და განსახლების სამინისტრომ, სოფელ ხურჩაში ადმინისტრაციულ საზღვართან მოკლული გიგა ოთხოზორიას შვიდსულიან ოჯახს ზუგდიდში სახლი გადასცა.

მინისტრი სოზარ სუბარი და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია ოთხოზორიების ოჯახს დღეს ესტუმრნენ და საცხოვრებელი სახლის დამადასტურებელი მოწმობა გადასცეს.

გიგა ოთხოზორიას ოჯახმა, რომლიც ამ დრომდე ქირით ცხოვრობდა ზუგდიდის ცენტრში არსებული კერძო სახლი საკუთარი სურვილით შეარჩია. ახალ სახლში გადასვლისთვის საჭირო ტრანსპორტირების ხარჯებს ადგილობრივი მთავრობა დაფარავს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი