9 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოს ტურნირში, 81კგ-მდე წონით კატეგორიაში წარმატებით ასპარეზობს ავთანდილ ჭრიკიშვილი, რომელმაც სამი ორთაბრძოლა მოიგო და ნახევარფინალშია.
ქართველი ძიუდოისტი შეჯიბრში მეორე წრიდან ჩაება, სადაც ჯერ კუბელ ივან ფელიპე სილვა მორალესს სძლია იუკოთი, შემდეგ კი - სალვადორელ ხუან დიეგო ტურსიოსს გაფრთხილებების ხარჯზე აჯობა. ჭრიკიშვილმა უმნიშვნელოვანესი ბრძოლა 1/4-ფინალში იტალიელ მატეო მარკონჩინისთან გამართა და თითო იპონითა და ვაზარით გაიმარჯვა.
ფინალური ბლოკი 22:30 საათიდან დაიწყება.
ოლიმპიადიდან პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.